» » სანიოლი : სანე "ბაიერნს" არ შეესაბამება

სანიოლი : სანე "ბაიერნს" არ შეესაბამება

31-მაი-2020, 15:24
0155
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი, გამოცემა RMC-სთან მიცემულ ინტერვიუში ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

"ლეროი სანეს მახასიათებლების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ იგი მიუნხენის "ბაიერნს" არ შეეფერება. სანე არ გამოირჩევა თანმიმდევრულობით და იგი თავისივე ფორმაშია ჩაკეტილი. ჩემი აზრით იგი აბსოლუტურად ვერ მოერგება "ბაიერნს". მას ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა როგორც მანჩესტერ "სიტიში" ისე გერმანიის ეროვნულ ნაკრებში. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე რომლის ტრანსფერიც დაახლოებით 80 მილიონი ევრო ჯდება. ვფიქრობ უკეთესი იქნება 20 მილიონი ევრო დაამატო და კაი ჰავერცი შეიძინო."-ციტირებს გამოცემა RMC ვილი სანიოლის სიტყვებს.

კაი ჰავერცი ლევერკუზენის "ბაიერის" შემტევი ნახევარმცველია. 20 წლის ფეხბურთელს "ფარმაცევტებთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში გამართულ 38 შეხვედრაში ახალგაზრდა ნახევარმცველმა 15 გოლის გატანა და 8 შედეგიანი გადაცემის განხორციელბა მოახერხა. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 81 მილიონ ევროდ აფასებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..