» » Mirror: ნაგელსმანი ტიმო ვერნერის შესახებ საუბრობს

Mirror: ნაგელსმანი ტიმო ვერნერის შესახებ საუბრობს

1-ივნ-2020, 00:24
0251
საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის " მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ტიმო ვერნერის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშრებით საუბრობს. მისი განცხადებით ვერნერი უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომლის წასვლაც ისევე დაეტყობოდა გუნდს, როგორც ეს რობერტ ლევანდოვსკის შემთხვევაში იქნებოდა, მას რომ მიუნხენის "ბაიერნი" დაეტოვებინა.

"რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს, თუმცა ბოლო დროს მე მასთან არანაირი საუბარი არ მქონია წასვლასთან დაკავშირებით. მიმდინარე სეზონში, "გოლს+პასის" სისტემით მას 34 ქულა აქვს მოპოვებული. ვფიქრობ, თქვენ უნდა დაწეროთ, რომ მე მისი შენარჩუნება მსურს. ეს არის უმაღლესი კლასის ფეხბურთელი."

"თუ ვერნერი მომავალ საფეხბურთო სეზონში, თავის ამჟამინდელ კლუბს დატოვებს, მაშინ ძალიან დიდი ხვრელი წარმოიქმნება. სწორედ ამგვარი მოცემულობა დადგებოდა თუკი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის "ბაიერნს" დაემშვიდობებოდა. არავინ არ დაიძახებდა "ვაშას". ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად შემადგენლობის შესუსტების მაჩვენებელი იქნებოდა."-ციტირებს იულიან ნაგელსმანის სიტყვებს გამოცემა Mirror-ი.

ტიმო ვერნერი საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" აღზრდილია, რომლის შემადგენლობაშიც იგი 2013-2016 წლებში ასპარეზობდა. ამის შემდეგ ვერნერმა "ლაიპციგს" მიაშურა. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 28 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, გახდა 24 გატანლი გოლის და 7 შედეგიანი გადაცემის ავტორი. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი იგი 2017 წლიდან თამაშობს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..