» » ლუკას ერნანდესი ტრავმირებულია და ბაიერნში რჩება

ლუკას ერნანდესი ტრავმირებულია და ბაიერნში რჩება

1-ივნ-2020, 10:21
1250
ბუნდესლიგის 29 ტურში ფორტუნას წინააღმდეგ ლუკას ერნანდესმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი იძულებით შეცვალეს, როდესაც ანგარიში 3:0 გახლდათ. ფრანგი მცველის ნაცვლად მოედანზე მიკაელ კიუზანსი შემოვიდა, ხოლო იოშუა კიმიხს დაცვაში დაბრუნება მოუწია.

"ლუკასს ბარძაყის კუნთთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ჩვენც არ გავრისკეთ", - განაცხადა რეკორდმაისტერის დამრიგებელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ ერნანდესი გასულ ზაფხულის მადრიდის ატლეტიკოდან 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა ბავარიულ გრანდში. იმ მომენტისთვის ფრანგი ფეხბურთელი მეორე ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახლდათ. სამწუხაროდ რეგულარული ტრავმების გამო ერნანდესმა 20 მატჩი გამოტოვა.

ბოლო დროს გავრცელებული ხმების იმის შესახებ, რომ ლუკას ერნანდესი სანეს ტრანსფერში შეიძლება ბარტერის სახით ჩართულიყო, ფეხბურთელის აგენტმა უარყო. Sky Sport Germany იტყობინება, რომ მიმდინარე ზაფხულში 24 წლის მცველი მიუნხენის ბაიერნს არ დატოვებს.

"ლუკა არსად არ წავა და რეკორდმაისტერში დარჩება", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა მანუელ გარსია კუილონმა.

ლუკას ერნანდესი ლეროი სანე მანჩესტერ სიტი

1
0

-ss- (1 ივნისი 2020 12:08)

თავიდანვე არ მომწონდა ეს ტრანსფერი რა, რაში გადაყარეს ამდენი ფული ac ბუნდესლიგაშივე იპოვიდნენ ნორმალურ მცველს. სულ ტრავმა აქვს ტიპს

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..