» » BILD: დავიდ ალაბა კონტრაქტზე არ საუბრობს

BILD: დავიდ ალაბა კონტრაქტზე არ საუბრობს

1-ივნ-2020, 11:23
2150
ბოლო დრომდე კონტრაქტის გახანგრძლივების ყველაზე რთულ კანდიდატად მანუელ ნოიერი მოიაზრებოდა, თუმცა კაპიტანმა ახალ შეთავაზებას ხელი უმალ მოაწერა, იდენტური სიტუაციაა ტიაგოსთან მიმართებაშიც, რომელთანაც მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, თუმცა დავიდ ალაბას მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ფორტუნასთან გამარჯვების შემდეგ ავსტრიელმა ფეხბურთელმა Sky ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა კონტრაქტის შესახებ დაბლოკა.
"ვცდილობ კონცენტრირებული ვიყო იმაზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მატჩებზე. ბოლო რამდენიმე კვირაა სწორედ ამას ვაქცევ დიდ ყურადღებას", - თქვა ალაბამ.

ჟურნალისტის კითხვა: "არსებობს ბოლო ვადა?"

ალაბა: "არა. შემდეგ რამდენიმე კვირაში გაირკვევა ალბათ ყველაფერი. როგორც უკვე გითხარით ყველაფერი კარგადაა..."

მოლაპარაკებები პოკერს დაემსგავსა, ვიდრე სწრაფად მიღწეულ შეთანხმებას. ავსტრიელმა კარგად იცის მისი მდგომარეობა ბაიერნში. რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი სრულ ნდობას უცხადებს, როგორც დაცვის ხაზის ერთ-ერთ მთავარ ლიდერს. დავიდს ყველა აფასებს როგორც ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს.

მიუხედავად ზემოთხსენებულისა ალაბა ყოველთვის მანიპულირებს კლუბის გამოცვლის თემით, კონკრეტულად კი ბარსელონა და ინგლისის პერმიერ ლიგა სახელდება ხოლმე.

BILD: დავიდ ალაბა კონტრაქტზე არ საუბრობს

ფლიკი უბრალოდ აღფრთოვანებულია ავსტრიელით: "მისი პროგრესი, როგორც ცენტრალური მცველის უბრალოდ შთაბმეჭდავია. იდეალური სტარტი აქვს. მოედანს კარგად ხედავს, მითითებებს იძლევა, ძალიან მიხარია, რადგან მისგან სწორედ ამას ვითხოვ. რა თქმა უნდა, მის ამ დადებით მხარეებს სხვა კლუბებიც ხედავენ. იმედს ვიტოვებ, რომ დავიდი დარჩება იქ სადაც გაიზარდა და ყველაფერი ისწავლა, იმედია კლუბის განუყოფელ ნაწილად დარჩება".

bild-ის სტატიიდან ვკითხულობთ, რომ რეკორდმაისტერის მესვეურებს დავიდ ალაბასთან მოქმედი კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივება სურთ. როგორც წყარო იტყობინება მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელს გაცილებით სარფიან წინადადებას სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონტრაქტით ალაბა სეზონში დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ფეხბურთელის მრჩეველთან პინაჰას ზაჰავისთან და მამასთან ჯორჯ ალაბასთან გაიმართა და ნათელი გახდა, რომ ხელმძღვანელობისა და დავიდ ალაბას წარმომადგენლების იდეები განსხვავებული იყო.

აშკარაა, რომ პოკერის ეს ხელი ძალიან გაიწელა...

დავიდ ალაბა

1
1

TOTALMAN (1 ივნისი 2020 13:02)

-ss-,
ისე ეს მათხოვრული თემები არ მიყვარს ხოლმე რა
თქვი პირდაპირ ამდენი მინდა ხელფასი და ეგაა რა
ქვეტექსტში რო გულისხმობენ თუ არა და იქიდან მაქ შემოთავაზება და ბლა ბლა ბლა

ტეხავს

0

-ss- (1 ივნისი 2020 12:07)

არსად არ წავა, უბრალოდ ხელფასის მომატება უნდა ab

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.