» » "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია

"ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია

1-ივნ-2020, 12:49
0135
5:2 ფრანკფურტის "აინტრახტთან", 1:0 მთავარ კონკურენტთან -დორტმუნდის "ბორუსიასთან" და ბოლოს 5:0 დუსელდორფის "ფორტუნასთან". მიუნხენის "ბაიერნმა" ბრწყინვალედ განვლო ე.წ "ინგლისური კვირა"! ჰანსი ჰლიკის გაწვრთნილი გუნდი უბრალოდ შესანიშნავ ფორმაშია. -"ნათელია, რომ ჩვენი გუნდი დაგეშილია გამარჯვებებზე."-აცხადებდა იოშუა კიმიხი. "ყველა კარგად ხედავს, თუ რაოდენ დიდი ამბიცია გვაქვს, შიმშილს ვგრძნობთ, სეზონის დასასრულს გვსურს პირველ ადგილზე შევხვდეთ."-ეს კი "ბავარიელთა" უკანახაზელის დავიდ ალაბას სიტყვებია.

"ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია


სრული კონტაქტი - იოშუა კიმიხისა და ალფრედო მორალესის ბრძოლა


შექება გუნდის მთავარი მწვრთნელისგან

შაბათს საღამოს "ბავარიელებმა" საქმით დაამტკიცეს საკუთარი სიძლიერე. "ფორტუნასთან" გამართულ შეხვედრაში მიუნხენელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. შედგი კანონზომიერია 5-0! -"არ იყო არანაირი ეჭვი იმის შესახებ, რომ ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვების მიღწევა გვსურდა."-აცხადებდა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰანს-დიტერ ფლიკი.

"შუა კვირაში გამართული ასეთი მძაფრი მატჩის შემდგომ, რა თქმა უნდა, რთულია გამოხვიდე და კვლავ 100 პროცენტით დაიხარჯო"-აღნიშნა 55 წლის სპეციალისტმა. "მე ძალიან კმაყოფილი და ამავე დროს ბედნიერი ვარ, რომ იგრძნობოდა ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია და სრული ფოკუსირება." კიმიხმა კი შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა -"გვსურდა დორტმუნდთან მიღწეული გამარჯვება ერთგვარად დაგვემტკიცებინა. ვიცოდით, რომ თუ საჭირო ძალებს არ გავიღებდით მაშინ სამშაბათს მოპოვებული 3 ქულა თავის აზრს დაკარგავდა."

საათივით აწყობილი გუნდი

გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ერთადერთია იმ გუნდთაგან, რომელმაც შეძლო და ბუნდესლიგის რესტარტის შემდეგ ოთხივე გამართული შეხვედრა მოიგო. "ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ჩვენი საბოლოო მიზანია, მიმდინარე სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ."-აღნიშნავს ფლიკი. საფინალო სასტვენის შემდეგ ფლიკმა მოედნის ცენტრში გუნდი მყისიერად შეკრიბა და ორდღიანი დასვენების შესახებ ამცნო. გადამწყვეტი ეტაპი ახლოვდება!



სამშაბათს "ბაიერნი" ვარჯიშს განაახლებს. სეზონი დასკვნით ფაზაში შედის. "წინ რთული შეხვედრები გველოდება "ბაიერისა" და გლადბახის წინააღმდეგ. ასევე გვაქვს სათასო ორთაბრძოლა ფრანკფურტის "აინტრახტთანაც". გვსურს მოვუმატოთ და რაც შეიძლება მალე გავიფორმოთ საჩემპიონო ტიტული. არ გვინდა ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდეს, ჩვენი მიზანია თასი სახლში წავიღოთ"-აცხადებს იოშუა კიმიხი.


მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" შეტევა ყოველგვარ რეკორდს ამსხვრევს
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.