» » Goal : შვაინშტაიგერი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას არ გამორიცხავს

Goal : შვაინშტაიგერი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას არ გამორიცხავს

1-ივნ-2020, 14:20
0256
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი, ლეგენდარული ბასტიან შვაინშტაიგერი ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში, სამწვრთნელო კარიერის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით საუბრობს.

"თუკი დადგება მომენტი, როდესაც საინტერესო წინადადებას მივიღებ, მაშინ მე ამის შესახებ დავფიქრდებოდი. როდესაც რაღაც ახალს ვეჭიდები, მუდმივად ვცდილობ, რომ გავმარჯვო და ღირებული, რამ შევქმნა."-ციტირებს გამოცემა Goal ექს-ბავარიელის სიტყვებს.

ბასტიან შვაინშტაიგერი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2000-2015 წლებში ასპარეზობდა. ამ დროის მანძილზე იგი 8 ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 7 ჯერ იზეიმა ნაციონალური თასის დასაკუთრება. არის უეფას ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი. 2015 წელს მან "რეკორდმაისტერის" რიგები დატოვა და მანჩესტერ "იუნაიტედს" შეუერთდა, სადაც ინგლისის თასის აღმართვაც მოახერხა.

2017 წელს მანჩესტერმა ბასტიან შვაინშტაიგერი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუშვა. იგი ჩიკაგო "ფაერის" ღირსებას იცავდა. მოგვიანებით მან პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ ჩიკაგოში დაასრულა.

ბასტიან შვაინშტაიგერი მიუნხენის ბაიერნი მწვრთნელი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..