» » ტერ შტეგენი: გიოტცე მრავალ კლუბს დაამშვენებდა

ტერ შტეგენი: გიოტცე მრავალ კლუბს დაამშვენებდა

2-ივნ-2020, 10:06
0145
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, მარიო გიოტცეს შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის გამო, გიოტცე უახლოეს მომავალში დორტმუნდის "ბორუსიას" დაემშვიდობება, მისი სამომავლო გეგმები კი ამ დრომდე გაურკვევლად რჩება.

"მარიო - ეს არის ფეხბურთელი რომელმაც იცის, როგორ იმუშავოს ბურთთან ერთად. ის ცალსახად მოერგებოდა ლა ლიგას. არ ვიცი გეგმავს, თუ არა იგი შემდგომში ფეხბურთის თამაშს. როდესაც ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია გვავქს, არასდროს არ ვსაუბრობთ ფეხბურთზე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მხოლოდ ერთი რამ არის: მიიღოს მან მართებული გადაწყვეტილება და იყოს ბედნიერი. გიოტცე მრავალ კლუბს დაამშვენებდა."-ციტირებს ტერ შტეგინის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

სულ რამდენიმე დღის ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ამავე გამოცემასთან საუბრობდა ბასტიან შვაინშტაიგერიც. -"ყველამ მშვენივრად ვიცით, როდესაც მარიო გიოტცე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო იგი ითვლებოდა ძალზედ დიდ ტალანტად და პერსპექტიულ მოთამაშედ. 27 და 28 წელი, ეს ფეხბურთელისათვის საუკეთესო ასაკია. არ არის აუცილებელი მან ევროპის უდიდეს კლუბში იასპარეზოს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, მარიო შეძლებს და მოძებნის გუნდს, სადაც ფეხბურთის თამაშს მოახერხებს"-აღნიშნავდა შვაინშტაიგერი.

მარიო გიოტცე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.