» » ოლივერ კანი: იჯარაზე არავინ ფიქრობს!

ოლივერ კანი: იჯარაზე არავინ ფიქრობს!

2-ივნ-2020, 11:14
1264
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გელზენკილხელნის შალკედან თავისუფალი აგენტის სტატუსით ალექსანდრ ნიუბელი გადმოვა. ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა BILD-თან ოლივერ კანი ახალგაზრდა გერმანელ გოლკიპერზე საუბრობს.

:ნიუბელთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება ჭკვიანური იყო. მნიშვნელოვანია მანუელ ნოერის სიტუაცია მიიღოს ალექსანდრმა, მას ზურგი გაუმაგროს და ეტაპობრივად ნომერ პირველი გახდეს".

"სხვა კლუბში 23 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით გაშვება ამ მომენტისთვის გამორიცხულია. ყველა გახარებულები ვართ იმით, რომ ნიუბელი ახალი სეზონიდან მიუნხენური კლუბის ღირსებას დაიცავს", - ამბობს ბაიერნის ლეგენდა.

ალიანს არენაზე მატჩები შესაძლოა კვლავ გულშემატკივრების თანდასწრებით გაიმართოს.

გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება მეტნაკლებად შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ ალიანს არენას ჰიგიენურ კონცეპციას 75 000 შესაძლო გულშემატკივრიდან დასაშვები შეიძლება იყოს 10 000 - 11 000 მაყურებლის დასწრება.

"რათქმაუნდა, გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნებაზე ვფიქრობ, თუმცა ეს რაღაც გონივრულ კონცეფციას უნდა ემყარებოდეს. ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობა გარანტირებული უნდა ყოს", - განაცხადა ოლივერ კანმა.

ოლივერ კანი ალექსანდრ ნიუბელი ალიანს არენა

1
0

-ss- (2 ივნისი 2020 13:35)

იყოს ნახევარი სტადიონი მაინც სავსე, ესე ვერ უყურებ საშინელებაა ქომაგის გარეშე მატჩი

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..