» » ბერბატოვი : ფავორიტი "ბაიერნია"

ბერბატოვი : ფავორიტი "ბაიერნია"

2-ივნ-2020, 23:23
0134
ბულგარეთის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, დიმიტარ ბერბატოვი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტებზე საუბრობს.

"ფსონს მიუნხენის "ბაიერნზე" ჩამოვიდოდი. შესაძლოა ეს იმიტომ, რომ ბუნდესლიგას ძალიან ხშირად ვუყურებ, მაგრამ მე ყოველთვის მხიბლავდა ხარისხიანი ფეხბურთი. მათ კი შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ. ის თუ როგორ მოახერხეს მათ, პირველ მატჩში ლონდონის "ჩელსის" დამარცხება უბრალოდ დიდებული იყო. "ბაიერნმა" ეს ისე მარტივად გააკეთა... არ ვიცი როგორ იმოქმედებს სხვა გუნდებზე, არსებული პაუზა მაგრამ ვფიქრობ, რომ მიუნხენელებს მცირე უპირატესობა ექნებათ. ასევე მომწონს მადრიდის "ატლეტიკოც". ისინიც ხარისხიან ფეხბურთს დემონსტრირებენ."-ციტირებს ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს გამოცემა Mundo Deportivo

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგა, კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებულია. არსებული ინფორმაციით ჩემპიონთა ლიგის თამაშები აგვისტოს თვეში განახლდება. მიუნხენის "ბაიერნმა" პირველი მერვედფინალური ორთაბრძოლა ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ უკვე გამართა და მეტოქე გუნდი სტუმრად, დიდი ანგარიშით 0-3 დაამარცხა.

დიმიტარ ბერბატოვი ფავორიტი ჩემპიონთა ლიგა

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.