» » ბირჰოფი : მიულერის პროგრესით ბედნიერი ვარ, თუმცა...

ბირჰოფი : მიულერის პროგრესით ბედნიერი ვარ, თუმცა...

3-ივნ-2020, 09:52
3159
გერმანიის ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი, ოლივერ ბირჰოფი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში თომას მიულერის პროგრესსზე საუბრობს.

შეგახსენებთ, 2019 წლის მარტის თვეში, გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა იოაჰიმ ლიოვმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პუბლიკას ამცნო. მან თომას მიულერი, ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსი ნაკრებიდან მოკვეთა და აღნიშნა, რომ ამიერიდან ასპარეზი მხოლოდ ახალგაზრდა მოთამაშეებს დაეთმობოდა.

"თომასის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო დროს იგი მართლაც გამორჩეულია საფეხბურთო მოედანზე, თუმცა ლიოვის გადაწყვეტილება მკაფიო იყო. მას სურს მუშაობა გააგრძელოს იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ამ ბოლო დროს გამოძახებულ იქნა. ამ მოთამაშეებმა ჩვენს არჩევანში დაგვარწმუნეს. ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ლიოვმა ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ იგი ამ გადაწყვეტილების ერთგულია. ის ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს."-ციტირებს გამოცემა Kicker ოლივერ ბირჰოფის სიტყვებს.

ოლივერ ბირჰოფი თომას მიულერი იოაჰიმ ლიოვი

0
0

Bavaria 333 (3 ივნისი 2020 14:08)

TOTALMAN,
ხო მეც მაგას ვამბობ, ამხელა გამოცდილება აქვს მიულას და რა მაგარ ფორმაშია თან, ჩემი აზრით ძაან მაგრად ითამაშებს ნაკრებშიც
0

TOTALMAN (3 ივნისი 2020 13:30)

რაღაც კუთხით მართალია ახალგაზრდებს უნდა მიეცეს შანსი და მეტი დრო მათ უნდა დაეთმოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რო კოლოსალური გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ფეხებზე დაიკიდო

1

Bavaria 333 (3 ივნისი 2020 12:29)

დააბრუნეთ მიულერი ნაკრებში კაცო ნუ პროფესორობთ რაღაცეებს ab
ესეთ ფორმაში არ ყოფილა 2010 წლის შემდეგ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.