» » Sport Bild: ჰავერცი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

Sport Bild: ჰავერცი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

3-ივნ-2020, 12:41
0260
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sport Bild-ის ინფორმაციით ლევერკუზენის ბაიერის ტალანტი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. სტატიიდან ირკვევა, რომ კაი ჰავერცს სურს ზაფხულში უკვე გარკვეული ჰქონდეს მომავალი კლუბი და გეგმები.

COVID 19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბები მოკრძალებულები იქნებიან, თუმცა ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ფარმაცევტების გადაწყვეტილებას, რომ 20 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო მიიღონ.

მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერს კაი ჰავერციც და ლეროი სანეც სურს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიუნხენის ბაიერნის მესვეურებმა ორივე ტრანსფერის განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები მოიძიონ.

Sport Bild-ის ინფორმაციით მანჩესტერ იუნაიტედი კაი ჰავერცის სატრანსფერო უფლებებისთვის უკვე ამზადებს £ 50 მილიოანიან შეთავაზებას. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, სატრანსფერო ბაზარზე თუ ფასები ასე დაცემულია, გამორიცხული არ არის რეკორდმაისტერმაც გაიფორმოს სასურველი ფეხბურთელები.

ამრიგად, 20 წლის გერმანელი ტალანტის მომავალი კლუბის სახელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულში გვეცოდინება.

კაი ჰავერცი ლეროი სანე ლევერკუზენის ბაიერი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..