» » მიულერი : მესი თუ რონალდო?

მიულერი : მესი თუ რონალდო?

4-ივნ-2020, 10:04
0208
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ვისთან ერთად ისურვებდა თამაშს, ლიონელ მესისთან თუ კრისტიანო რონალდოსთან, შემდეგი სახის პასუხს იძლევა.

"ჩემი კარიერის საწყის წლებში, ალბათ ლიონელ მესისთან თამაში მენდომებოდა, რადგან პირველი 6-7 წელი მე უფრო თავდამსხმელის ფუნქციას ვასრულებდი. ამჟამად კარგ ფორმაში ვარ და ასისტებსაც დიდი რაოდენობით ვაკეთებ. მოცემულ მომენტში კრისტიანო რონალდოსთან ერთად, ერთ გუნდში ყოფნა უფრო უკეთესი იქნებოდა. თუმცა, დღეს ჩვენ "ბაიერნში" გვყავს რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტია -ვიდრე რონალდო."

"მე მითამაშია მესის და რონალდოს წინააღმდეგ. მომიგია და წამიგია ორივესთან. ისინი განსაკუთრებულები არიან, არ გვანან სხვა გამორჩეულ ფეხბურთელებს. ორივე ეს მოთამაშე ბრწყინვალეა, რადგან მოედანზე მუდამ მაქსიმუმს დებენ"-ციტირებს გამოცემა Goal თომას მიულერის სიტყვებს.

თომას მიულერი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" აღზრდილია, "რეკორდმაისტერის" რიგებში 2008 წლიდან ასპარეზობს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინბული. მიმდინარე სეზონში მიულერმა ყველა ტურნირზე 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 11 გატანილი გოლის და 21 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

მიულერი მესი რონალდო ლევანდოვსკი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..