» » ინტერვიუ ჰასან სალიჰამიჯიჩთან

ინტერვიუ ჰასან სალიჰამიჯიჩთან

4-ივნ-2020, 10:57
0280
კორონავირუსის კრიზისმა გეგმები მნიშვნელოვნად გაართულა, თუმცა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, რომელიც ივლისის თვეში "ბაიერნის" აღმასრულებელ საბჭოში ახალ თანამდებობაზე მოგვევლინება (სპორტის კურატორი) იცის, თუ როგორ იმოქმედოს.

ინტერვიუ ჰასან სალიჰამიჯიჩთან

ბატონო ჰასან, როგორია თქვენი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას მოახდენს კორონაკრიზისი საფეხბურთო ინდუსტრიაზე?

"არ არის აუცილებელი მაგიურ კრისტალში განჭვრეტა, იმისათვის რომ მიხვდე თითოეულ გუნდს დიდი გამოცდა ელის გამძლეობაზე. როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექტივაში. კორონავირუსის გარეშეც კი ძალიან რთულია შემადგენლობის დაგეგმარება. ახლა კი უფრო ქრეატიული აზროვნებაა საჭირო."

ჯერ კიდევ კორონავირუსის დადგომამდე ბაზარზე შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც უწოდეს საფეხბურთო სიგიჟე. დაბრუნდება ახლა, ასე საჭირო კეთილგონიერება?

"დია, კორონავირუსამდე ბაზარზე აბსურდული მოცემულობა იდგა. მე მხოლოდ "ბაიერნზე" შემიძლია თქმა და გეტყვით, რომ იმ რთულ დროსაც კი "ბავარია" გონიერად მოქმედებდა. მომავალშიც ამ პათოსით განვაგრძობთ მუშაობას. როგორც ვხედავთ ფეხბურთი, ყველაფრის მიუხედავად უცვლელი რჩება. როგორი ეკონომიკური პრინციპებიც არ უნდა გქონდეს სატრანსფერო ბაზარზე. კრიზისი ყველაფერთან ერთად, შანსებსაც ბადებს."

ბევრი საუბრობს ახლა საფეხბურთო სოლიდარობაზე. თქვენც იზიარებთ ამ პროგნოზს?

"წარმატების მომენტში, გახსოვდეს ის ვისაც არც თუ ისე კარგი დღე უდგას, ეს მუდამ "ბაიერნის" კულტურის შემადგენელი ნაწილი იყო. თანაგრძნობა, სოლიდარობა, მხარდაჭერა, მათ შორის ევროპული იდეის გამოც, ჩვენ ამის ერთგული ვრჩებით, მიუხედავად რთული დროებისა. კორონავირუსი ჩვენს წინაშე ახალ, უხილავ გამოწვევებს აჩენს. მაგარმ, ჩვენ ყველანი "ბავარიაში" მზად ვართ თვალებში ჩავხედოთ ახალ მოცემულობას."

ინტერვიუ ჰასან სალიჰამიჯიჩთან


ერთად საფეხბურთო მოედანზე. 1998 წლიდან 2007 წლამდე ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი "ბაიერნის" ღირსებას იცავდნენ. ბუნდესლიგის ჩემპიონობა ერთად 6-ჯერ იზეიმეს, 4-ჯერ აღმართეს გერმანიის თასი, 2001 წელს კი მიაღწიეს ტრიუმფს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე და საკონტინეტო თასზე. სალიჰამიჯიჩი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მიირბინა კანთან მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი პენალტი მოიგერია.


როგორ ავსებთ თქვენ და ოლივერ კანი ერთმანეთს?

"კარგად, რადგანაც ერთმანეთს ვენდობით და მხარდაჭერაც გვაქვს ერთმანეთისადმი. შემიძლია გითხრათ, რომ ოლივერი თავს ძალზედ კომფორტულად გრძნობს. მან შეამჩნია, რომ ჩვენს კლუბში არსებული სამუშაო გარემო განუმეორებელია. ერთად ჩვენ უეფას ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ახლა იგივეს განმეორება გვსურს, ოღონდ ამჯერად სამუშოა პიჯაკებით. ოლივერც ამ აზრზეა. აზარტული სული ჩვენი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩვენთან ალბათ სამუდამოდ დარჩება. ისტორიის დაწერა გვსურს."

კანიც და თქვენაც, მანამ სანამ "ბავარიაში" დაიწყებდით მუშაობას წარმატებული ბიზნესმენები იყავით, ეს საქმიანობა პასუხისმგებლობის მასწავლებელია?

"თქვენ საუბრობთ ჩვენი პროგრესის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე. ხალხი ჩვენ გვიცნობს, როგორც ფეხბურთელებს, შესაძლოა როგორც საფეხბურთო ელჩებსაც, მაგარმ ყველაზე მეტი გამოცდილება მე მაშინ შევიძინე როდესაც კომპანიას ვქმნიდი. ოლივერსაც მსგავსი სიტუაცია ჰქონდა. ჩვენს საქმიანობაში შედიოდა სხვადასხვა განვითარების პროექტები, პერსონალის მართვა, ეკონომიკურ გამოწვევებთან შეჯახება - ეს კარგი სკოლა იყო. ეს არ არის ფეხბურთის თამაში. შენ უნდა შექმნა ისეთი, რამ რაც მყარი იქნება და მცირე ნიავზე არ დაინგრევა. "ბაიერნი" ათწლეულებია სტაბილურობით გამოირჩევა და გერმანული ფეხბურთის სავიზიტო ბარათია. ყველაფერი სწორედ ასე უნდა დარჩეს."

1 ივლისს თქვენ ხდებით მმართველი საბჭოს წევრი სპორტის მიმართულებით. როგორ შეიცვლება თქვენი საქმიანობა.

"მე სამი წელია რაც "ბავარიაში" ვმუშაობ, როგორც სპორტული დირექტორი და ამ დროის მანძილზე ყველაფერი ვისწავლე, თუ რა როგორ მუშაობს კლუბში. ამის შემდეგ ჩვენ ოპტიმიზაციაზე გადავეწყვეთ. ჩემი პასუხისმგებლობის სფერო წლიდან წლამდე იზრდებოდა. პროფესიონალური გუნდი, ახალგაზრდა ფეხბურთელები, შემადგენლობის დაგეგმარება, სამწვრთნელო შტაბი, სკაუტინგი, მუშოაბა სატრანსფერო ბაზარზე, ანალიტიკური მონაცემების განვითარება. ჩემთვის დიდი პატივია გავხდე მმართველი საბჭოს წევრი. თუმცა ოპერატიული თვალსაზრისით ჩემი დავალებების სპექტრი უცვლელი რჩება."

ინტერვიუ ჰასან სალიჰამიჯიჩი ოლივერ კანი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..