» » BILD: ერნანდესი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძვის

BILD: ერნანდესი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძვის

4-ივნ-2020, 11:26
0210
ლუკას ერნანდესს სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ 80 მილიონი ევრო მასში ტყუილად არ გადაუხდიათ. შაბათს მიღებული ტრავმის შემდეგ ოთხშაბათს 24 წლის მცველი ზებნერ შტრასეზე გამოჩნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ბოლო პერიოდში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. COVID 19 პანდემიით გამოწვეულმა სიტუაციამ ხელი შეუწყო პრესაში ჭორების გავრცელებას. მასმედია რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდა, რომ მიუნხენური კლუბის მესვეურებს 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვაც კი სურდათ.

BILD -ის ინფორმაციით ზემოთ ხსენებულმა ჭორებმა ფეხბურთელი ძალიან გააბრაზა, რადგან რეკორდმაისტერის დატოვებას არ აპირებს. წყარო გვამცნობს, რომ ერნანდესს სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ მასში ბავარიამ 80 მილიონი ევრო ტყუილად არ გადაიხადა. ფრანგ მცველს სურს დაამტკიცოს, რომ ტრავმებით გამოწვეული უიღბლო პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ახლა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.

24 წლის მცველს კარად ესმის, რომ მის არყოფნაში მიუნხენურმა კლუბმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა და სურს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს.

ერნანდესს მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი სრულ ნდობას უცხადებს. ოთხშაბათის ვარჯიშზე რამდენჯერმე მიესალმნენ ერთმანეთს ცნობილი კორონას მუშტით.

დიუსელდორფთან პირველ ტაიმში ლუკას ერნანდესმა ყველას დაანახა, რომ მწვავე ორთაბრძოლებში საკმაოდ კარგად რეაგირებს. მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის დაცვის ცენტრს ბოატენგი და ალაბა ამყარებენ. თუმცა 80 მილიონ ევროდ შეძენილი ფრანგი დანებებას არ აპირებს.

ლუკას ერნანდესი ჰანსი ფლიკი დავიდ ალაბა ჟერომ ბოატენგი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..