» » სვენ ულრაიხს წასვლა უნდა

სვენ ულრაიხს წასვლა უნდა

4-ივნ-2020, 12:24
3238
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მიუნხენის ბაიერნის რიგებს მიმდინარე ზაფხულში ალექსანდრ ნიუბელი გააძლიერებს, სვენ ულრაიხის საკითხი ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა. 31 წლის გერმანელი კიპერი მომავალზე დაფიქრდა და როგორც ირკვევა სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვების სურვილიც გამოუთქვამს.

23 წლის გოლკიპერის გუნდიდან წასვლის დადასტურების შემდეგ გელზენკილხენური კლუბის მესვეურები ავტომატურად ამუშავდნენ სათადარიგო ვარიანტის მოსანახად. წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შალკეს ხელმძღვანელობას ამ მომენტისთვის ორი ვარიანტი აქვს შერჩეული: სვენ ულრაიხი (ბაიერნი) და მარკ ფლეკენი (ფრაიბურგი)

31 წლის ულრაიხს არ სურს რეკორდმაისტერში მესამე მეკარედ ყოფნა და დიდი ალბათობით შალკესგან თუ შეთავაზებას მიიღებს დასთანხმდება. ფელეკნთანაც დაახლოებით იდენტური სიტუაციაა. ეს უკანასკნელი ალექსანდ შვოლოვას შემცვლელია და იდეაში ფრაიბურგის მესვეურები მის წასვლას ხელს არ შეუშლიან.

"გუნდში მეორე მეკარე ვარ და ვცდილობ ჩემი სამუშაო პირნათლად შევასრულო. რათქმაუნდა, ვიღებ შექებასაც. მიხარია, რომ ჩემი შეხვედრები და მიღწევები გულშემატკივრის მხრიდან მოწონებას იმსახურებს და რაც მთავარია ჰანსი ფლიკია კმაყოფილი. მიუნხენში არ ვისვენებ, რადგან ყოველ დღე გიწევს ვარჯიშებზე შენი შესაძლებლობების დამტკიცება".

"უნდა ვაღიარო, რომ ძალიან რთულია, როდესაც საერთოდ არ იღებ სათამაშო დროს. ნათელია, რომ მესამე მეკარეობა არ მსურს და ახალი კლუბის პოვნას ვცდილობ, თუმცა თუ შესაფერისი ვარიანტი არ გამოჩნდება შეიძლება მიუნხენშიც დავრჩე კონტრაქტის ბოლომდე", - განაცხადა სვენ ულრაიხმა.

შეგახსენებთ, რომ სვენ ულრაიხს მოქმედი კონტრაქტი ბავარიულ გრანდთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით 31 წლის კარის დარაჯის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 3.5 მილიონ ევროს შეადგენს.

სვენ ულრაიხი შალკე 04 ალექსანდრ ნიუბელი

1
0

-ss- (4 ივნისი 2020 13:09)

TOTALMAN,
ულრაიხი, ერთი პერიოდი კარგად ცვლიდა ნოიერს, მაშინ ტრავმა რომ ჰქონდა მანუს. მაგრამ მერე უცებ ჩავარდა
0

TOTALMAN (4 ივნისი 2020 12:42)

-ss-,
ისედაც მე თუ მკითხავ თავიდანვე არ უნდა გადმოსულიყო
აი ნიუბელი კაი დროს მოდის ნოიერი ასე ვთქვათ პატარა ბიჭი აღარაა და დიდი შანსია მალე ძირითადის მეკარეც გახდეს

არა და ულრაიხი ლენჩი მეკარე არაა სხვათაშორის

0

-ss- (4 ივნისი 2020 12:31)

უნდა წავიდეს, ბოლო წლები მაინც გაატაროს სადმე ძირითადში. ნიუბელის მოსვლის შემდეგ საერთოდ არ მოუწევს თამაში. ჯერ ისედაც რა დრო ჰქონდა სათამაშოდ და ახალა ხო საერთოდ.

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..