Kicker: შეთანხმება კვლავ მიუღწეველია
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა, კვლავაც ვერ ახერხებს ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების მიღწევას, როგორც დავიდ ალაბასთან, ისე ტიაგო ალკანტარასთან. Kicker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის წარმოებული დიალოგი ჯერჯერობით უშედეგოა. შეგახსენებთ, ორივე ზემოხსენებულ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგადაც, ისინი თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებენ.
მიუნხენის "ბაიერნი" წინააღმდეგია ტიაგო ალკანტარას მიმდინარე ზაფხულში დაემშვიდობოს. ეს იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა "რეკორდმაისტერი" აღნიშნულ ფეხბურთელთან გარიგების მიღწევას. თუკი ესპანელი ფეხბურთელი, თავად მოითხოვს "ბაიერნის" დატოვებს, მაშინ გერმანელები მის სანაცვლოდ არანაკლები 60-80 მილიონი ევროს გადახდას მოითხოვენ - აღნიშნავს გამოცემა.
რაც შეეხება დავიდ ალაბას, როგორც წყარო იტყობინება მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა არანაირ ვარიანტს არ უშვებს, ავსტრიელი უკანახაზელის დათმობასთან დაკავშირებით. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უახლესი მომავალი გვიჩვენებს.
დავიდ ალაბა ტიაგო ალკანტარა კონტრაქტის გახანგრძლივება