» » adidas-ი მესუთ ოზილთან კონტრაქტს არ გააგრძელებს

adidas-ი მესუთ ოზილთან კონტრაქტს არ გააგრძელებს

4-ივნ-2020, 16:54
1241
დიდი ხნის მანძილზე მესუთ ოზილი аdidas-თვის მნიშნელოვანი პარტნიორი იყო. თურქეული ფესვების მქონე გერმანელი ფეხბურთელი, ხსენებულ მსოფლიო ბრენდთან 2013 წლიდან თანამშრომლობდა და ამ დროის მანძილზე 25 მილიონი ევროც გამოიმუშავა, მაგრამ ახლა ეს ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. მიზეზად კი რამდენიმე ფაქტს ასახელებენ. შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე დიდი ბრენდია, რომელმაც მესუთ ოზილთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა. პირველი კომპანია "მერსედესი" იყო 2018 წელს.

გერმანული გამოცემა Bild-ი რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია მესუთ ოზილსა და adidas-ს შორის ხელშეკრულების დასრულების შესახებ, აცხადებს, რომ ინიციატორი სწორედ გერმანული კომპანია იყო. მის ხელმძღვანელებს, არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ფეხბურთელის იმიჯი ბოლო წლებში საგრძნობლად შეილახა. გასულ წელს ოზილმა ჩინეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და ბრალი დასდო, რომ ისინი მუსლიმანურ თემს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში არასათანადოდ ექცეოდნენ. ამის გამო ჩინურმა ტელევიზიებმა მესუთ ოზილს, "არსენალთან" ერთად, ერთგვარი ბანი დაადეს.

იყოს სხვა ისტორიებიც. მაგალითად მისი კონფლიქტი გერმანიის ფეხბურთის კავშირთან და ბუნდესტიმის მენეჯმენტთან. მაშინ მესუთ ოზილმა, სოციალური ქსელის მეშვეობით რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ეს უკანასკნელი კი დასავლეთ ევროპაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და მაინცდამაინც არ უყვართ. ამ ფაქტს ოზილის მისამართით კრიტიკა მოჰყვა, მან კი ყველა რასიზმში დაადანაშაულა, ნაკრების მენეჯერებთან ურთიერთობა დაიძაბა და საბოლოოდ მათი გზები გაიყარა. კომპანია аdidas-სსა და ბუნდესნაკრებს შორის კი მრავალი წელია მყარი თანამშრომლობა არსებობს.

adidas-ი მესუთ ოზილთან კონტრაქტს არ გააგრძელებს


მესუთ ოზილის აგენტი ერკუთ სოგუთი ითხოვს, რომ უფრო ზუსტები იყვნენ პრესის წარმომადგენლები ტერმინოლოგიაში -"ეს არ არის კონტრაქტის გაწყვეტა, იგი უბრალოდ სრულდება. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი შეთანხმება მათ შორის კლუბთანაც. მაგალითად ოზილსა და არსენალს შორის ხელშეკრულებას ვადა მომავალ ზაფხულს იწერება. "მეთოფეები", კონტრაქტის დასრულებამდე ერთი თვით ადრე ვერ იტყვიან, რომ ისინი წყვეტენ ურთიერთობას."

"არსენალის" რიგებში მესუთ ოზილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისი შემოსავალი დაახლოებით 18 მილიონ ფუნტს უდრის წლის მანძლზე. აპრილის თვეში იგი ერთ-ერთი იყო იმ სამი ფეხბურთელიდან, რომელმაც ხელფასის კლების 12%-იან წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. საინტერესოა, რომ კონკრეტული სახელი და აგვარი, ამ სამი ფეხბურთელიდან მხოლოდ მესუთის დასახელდა. მაშინ ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ოზილი მზად იყო ხელფასის დაკლებაზე წასულიყო, ოღონდ ამისათვის გასაგები მიზეზი უნდა ყოფილიყო, იმ მომენტში კი გუნდი არ უჩიოდა შემოსავლების კლებას.

"ტოტენჰემის" ყოფილმა შემტევმა დარენ ბენტმა ოზილის მხარე დაიჭირა -"ცხადია გასახდელში გველი შემოპარულა. როდესაც გასახდელში თანაგუნდელებთან ერთად ხარ, თითქოს პატარა ოჯახში იმყოფები, მაგრამ ზოგიერთი ზღვარს გადადის. მე შევეცდებოდი და ამ ისტორიას ბოლომდე გავარკვევდი. თუ სახელდება სამი მოთამაშე, მაშინ მხოლოდ ჩემი სახელი არ უნდა იყოს გამჟღავნებული. ამ ფეხბურთელის მიმართ შეურაწყოფა მიუღებელია. მან არა უბრალოდ განაცხადა უარი, არამედ ახსნა კიდეც რატომ იკავებდა თავს. მას სჭირდება მცირეოდენი დრო, რომ ფინანსური საკითხის ყველა დეტალი კარგად გათვალოს."-აცხადებდა ბენტი. გამოცემა Bild-ი, adidas-ის ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთ მიზეზად, ფინანსურ ოპტიმიზაციასაც განიხილავს.



•‎ The Athletic ამტკიცებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა аdidas-სა და ოზილს შორის კვლავაც კარგი ურთიერთობაა. გერმანული გიგანტი ოზილისათვის ყველაზე რთულ დროსაც კი მის გვერდით იდგა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ფეხბურთელის მიმართ აგორებულ ქარიშხალზე, რაც მედიაში სუფევდა. მათ უბრალოდ გააცნობიერეს, რომ დიდი კონტრაქტი ვერ დაიდება.

ეს ყველაფერი ლოგიკურია. ბოლო სეზონებში ოზილი არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება. მესუთი ვერ მოერგო ემერის სათამაშო სქემას, ჰქონდა მცირე სათამაშო დრო და მისი პროდუქტიულობაც საგრძნობლად შემცირდა. არტეტას მოსვლის შემდეგ, გერმანელი ფეხბურთელი კვლავ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა, მაგრამ ციფრები კვლავაც სავალალოდ გამოიყურება. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 4 ასისტი გააკეთა. ამ ფაქტამდე სამი სეზონით ადრე კი 8,9 და 19.

"მეუსუთმა და adidas -მა ერთად ფანტასტიური 7 წელი განვლეს."-ჰანაცხადა სოგუთმა. "იგი ძალზედ ამაყია, რომ იყო ამ და სხვა კომპანიების სახე. მათ ერთად მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი (გერმანიის ნაკრები 2014 წელი) და "არსენალშიც" აგრძელებენ თანამშრომლობას."

ყოველივე ზემოხსენებულის გარდა სახელდება კიდევ ერთი მიზეზიც. მესუთ ოზილს საკუთარი ბრენდი გააჩნია, რომელსაც M10 ეწოდება. ეს კომპანია დაკავებულია არამხოლოდ სპორტული პროდუქციის წარმოებით არამედ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პროდუქტისაც. მესუთმა იგი 5 წლის წინ დააფუძნა, გააცნობიერა რა, რომ კარიერის დასრულების, შემდეგ შესაბამისი შემოსავლები დასჭირდებოდა. მას ჰქონდა ბევრი შემოთავაზება სხვადასხვა სპორტული ეკიპირების მწარმოებლებისგან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საკუთარი ბრენდის შექმნა/განვითარებაზე შეაჩერა.



"მესუთს, ოქტომბრის თვეში 32 წელი უსრულდება. მან იცის, რომ თუ იგი ახალ 2-3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაშინ ეს მისი კარიერის დასრულებამდე იმოქმედებს. მისთვის ფული არ არის მნიშვნელოვანი. მისი სურვილია ეს დრო გამოიყენოს და საკუთარი ბრენდი M10 განავითაროს. მას ჰყავს საკუთარი კიბერსპორტსმენების გუნდი, მაისურები... მისი სურვილია ეს ყველაფერი თავისუფლად განავითაროს და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაიწიოს. ჯერჯერობით კი საკუთარი კარიერით მას ერთგვარი პლათფორმა გააჩნია."-აღნიშნავს ოზილის აგენტი.

M10 არ გამოუშვებს სპეციალიზირებულ სპორტულ ეკიპირებას, ასე რომ ოზილს თამამად შეუძლია მოირგოს ის ბუცი, რომელიც ენდომება.


ავტორი : მაქსიმილიან ალფიმოვი
ფოტო: Gettyimages.ru/Laurence Griffiths; East News/AFP/East News; globallookpress.com/Jens Kalaene/dpa; fifa

მესუთ ოზილი ადიდასი კონტრაქტის გახანგრძლივება

2
1

TOTALMAN (4 ივნისი 2020 17:37)

ok cool ლადოს რესპექტ დაულაიქეთ სიახლე კაცმა ვეფხისტყაოსანი დაწერა უნამუსო ვიყო ეხლა მოვრჩი კითხვას kicha

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..