» » ბოატენგი: რასიზმი მიუღებელია!

ბოატენგი: რასიზმი მიუღებელია!

5-ივნ-2020, 10:10
1222
მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი უკანახაზელი, ჟერომ ბოატენგი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, რასიზმის თემას შეეხო. მისი განცხადებით, მშობლებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ ბავშვების სწორად აღზრდაში და მათ თავიდანვე უნდა ჩაუნერგონ საკუთარ შვილებს, რომ რასიზმი მიუღებელია.


"ყოველი თეთრკანიანი ფეხბურთელი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით გაჩუმებულია, რასისტია. როდესაც ვუყურებ დემონსტრაციების ამსახველ ვიდეოებს, იქ წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა კანის ფერის ადამიანები. რა თქმა უნდა, მათ მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ ამ საქმეში, რათა საჭირო თანადგომა მიიღონ."

"ყველაფერი იწყება ბავშვთა აღზრდიდან. ეს ყველაზე მნიშნელოვანი მომენტია. არც ერთი ბავშვი ამ მსოფლიოში არ იბადება რასისტად. ეს ყველაფერი მშობლებზეა დამოკიდებული, იმაზე თუ რაზე ესაუბრებიან ისინი თავიანთ შვილებს. ჩემს შვილებსაც, იგივე რამ რომ გადახდეთ, ეს ყველაზე უარესი იქნება, რაც შეიძლება, რომ მოხდეს. უაღრესად მნიშნელოვანია, ასწავლო მათ რომ რასიზმი დაუშვებელია და თუ ისინი ნახავენ, რომ რომელიმე ადამიანი მსხვერპლია, მყისიერად ხმა უნდა აიმაღლონ. ეს აღზრდის პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, პროგრესს მივაღწიოთ."-ციტირებს გამოცემა Deutsche Welle ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.

ჟერომ ბოატენგი რასიზმი

1
0

TOTALMAN (5 ივნისი 2020 11:25)

რით ვერ ჩაინერგა ამ ადამიანების თავში რო რასიზმი მიუღებელია ვერ ვხვდები რა

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..