» » ცორკი: "ბაიერნს" ვერ დავეწევით, ეს უნდა ვაღიაროთ

ცორკი: "ბაიერნს" ვერ დავეწევით, ეს უნდა ვაღიაროთ

5-ივნ-2020, 10:29
0187
დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი, კომენტარს აკეთებს სატურნირო მდგომარეობაზე, სადაც მოცემულ მომენტში მიუნხენის "ბაიერნთან" შვიდქულიან ჩამორჩენა ფიქსირდება.

"ჩვენი აზრით, ჩემპიონობის ბედი უკვე გადაწყვეტილია. აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ამ მოცემულობაში შეუძლებელია "ბაიერნს" გადაუსწრო. ახლა ჩვენი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მოვახერხოთ და შევინარჩუნოთ ბუნდესლიგის მეორე ადგილი."-ციტირებს "ბორუსიას" პრესს-სამსახური მიხაელ ცორკის სიტყვებს.

მიუნხენის "ბაიერნი" სატურნირო ცხრილის ლიდერია. 29 ტურის მონაცემებით "რეკორდმაისტერს" 67 ქულა აქვს მოპოვებული. დორტმუნდის "ბორუსია" კი მეორე ადგილზეა წარმოდგენილი, მათ აქტივში 60 ქულაა. მესამე ადგილს საფეხბურთო კლუბი "ლაიპციგი" იკავებს - 58 ქულით. შეგახსენებთ გერმანიის ჩემპიონატში 5 ტურია დარჩენილი.

ბუნდესლიგა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ჩემპიონატები კორანავირუსის გამო მარტის თვეში დროებით შეჩერდა. მაისში, გერმანიის ჩემპიონატი პირველი იყო ევროპული ტოპ-ჩემპიონატებიდან, რომელმაც თამაშები განაახლა.

მიხაელ ცორკი დორტმუნდის ბორუსია ბუნდესლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..