» » FCB: ამონარიდები ლეონ გორეცკას ინტერვიუდან

FCB: ამონარიდები ლეონ გორეცკას ინტერვიუდან

5-ივნ-2020, 11:25
0310
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ, ინტერვიუ ჩაწერა საკლუბო ტელევიზიასთან, სადაც რამდენიმე მნიშნელოვან საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. იგი შეეხო ლევერკუზენის "ბაიერთან" მოახლოებულ მატჩს, ასევე მოედანზე მის როლს და ა.შ გთავაზობთ, ამონარიდებს ხსენებული ინტერვიუდან.

ლევერკუზენთან მოახლოებული მატჩის შესახებ

"ჩვენ წინ გველის ძალიან ინტენსიური თამაში. "ბაიერის" შემადგენლობაში თავმოყრილია უამრავი სწრაფი ფეხბურთელი, რომლებიც განსაკუთრებით ძლიერები არიან კონტრშეტევების დროს. აუცილებელია მაქსიმუმის გაღება. "ლევერკუზენის" მეორე ძლიერი მხარე ეს ბურთთან მათი ურთიერთობაა, ის თუ როგორ ახერხებენ ისინი ხაზებს შორის ბურთის შენარჩუნებას. მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც ძალზედ ტექნიკურები არიან და მცირე პერიმეტრზეც კი ბურთს კარგად ინარჩუნებენ. ვფიქრობ, პირველი წრის მერე ჩვენ ხურდის დაბრუნება გვევალება."

საკუთარი ახალი ამპლუის შესახებ

"პირველ მატჩში მე თამაში დავიწყე ათიანის პოზიციაზე, თუმცა ტიაგოს ტრავმის გამო სიღრმეში ჩაწევა მომიწია. ორივე ამ პოციზიაზე ხშირად მითამაშია, როგორც "ბაიერნის", ისე "შალკეს" თუ "ბოხუმის" შემადგენლობაში. ვიცი თუ როგორ უნდა მოვიქცე ორივე ამ ადგილზე, ასე რომ გადაადგილება ჩემთვის პრობლემა არ არის. ვფიქრობ, მთავარი მწვრთნელისთვის და ზოგადად მთლიანად გუნდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველმა ფეხბურთელმა იცოდეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ პოზიციაზე. ამპლუის ცვლილება, რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს უნდა შეეძლოს. მაგალითად, მე ვიცი როგორ უნდა ვითამაშო ცენტრალური თავდამსხმელის რანგში, რადგან ამ ყოვეილივეს ჩვენ ვარჯიშების დროს გავდივართ."

ფიტნესის და საკუთარი კუნთების მასის მომატების შესახებ

FCB:  ამონარიდები ლეონ გორეცკას ინტერვიუდან


"ეს დრო გამოვიყენე იმისათვის, რომ ხშირად მევლო სპორტ-დარბაზში, სადაც ძალისმიერი ვარჯიშებით ვიყავი დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ჩვენს ფიტნეს მწვრთნელთან, რადგან როდესაც კუნთების მასას იზრდი, აუცილებელია მიაქციო ყურადღება იმას, რომ არ დაკარგო სისწრაფე. ვფიქრობ, ბალანსი ვიპოვე. ახლა მოედანზე ვგრძნობ, რომ ჩინებულ ფორმაში ვიმყოფები."

მამის შესახებ, რომელიც სამაგალითოა

ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ის ფაქტი, თუ როგორ უმკლავდებოდა მამაჩემი სხვადასხვა რთულ გამოწვევებს. თუმცა, იყო მომენტები, როდესაც მის მიზანს ბოლომდე ვერ ვითავისებდი. შედეგი დგებოდა რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ და მაშინ ვაღიარებდი, რომ იგი სწორად იქცეოდა. ვფიქრობ, ახლა ძალიან ბევრი სპორტსმენია, რომელიც სხვისთვის შესაძლოა მაგალითის მიმცემი გახდეს. ეს ეხება სხვადასხვა სოციალური თემატიკის წინა პლანზე წამოწევას.

გერმანიის თასის ნახევარფინალის შესახებ, რომელიც მომავალ ოთხშაბათსაა ჩანიშნული

"თუ გადავხედავთ ფრანკფურტის "აინტრახტის" ბოლო წლების სათასო ასპარეზობას, მაშინ მივხვდებით რომ ყოველ ჯერზე ისინი შორს მიიწევენ. ნახევარფინალები, ფინალები - ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის. ეს არის გუნდი, რომელიც საჭირო მომენტში 100 პროცენტით იხარჯება. მათი ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით დიდი სირთულეები გველის. ამას პირველივე წუთებიდანვე წინ უნდა აღვუდგეთ."

ლეონ გორეცკა ინტერვიუ

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..