» » Sports Mole: ფლიკი ვერნერის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

Sports Mole: ფლიკი ვერნერის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

6-ივნ-2020, 09:45
0155
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი, საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" შემტევის, ტიმო ვერნერის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსიმ" ხსენებულ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დაასრულა და მომავალი სეზონიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი "არისტიკრატების" ღირსებას დაიცავს.

"ტიმო შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც კიდევ ძალიან ბევრ გოლს გაიტანს. ვფიქრობ, "ჩელსიმ" კარგი ტრანსფერი განახორციელა, თუ რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება"-ციტირებს გამოცემა Sports Mole "ბავარიელთა" დამრიგებლის სიტყვებს, ამ უკანასკნელის პრესს-კონფერენციიდან.

Sky Sports-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ინგლისური კლუბი მზადაა ტიმო ვერნერს ხელფასის სახით კვირაში 200 000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს. ფეხბურთელი ამ წინადადებას დათანხმდა -აღნიშნავს გამოცემა. ტიმო ვერნერის ტრანსფერით დაინტერესებული იყო "ლივერპული", ასევე არაერთხელ დაიწერა მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესებზეც.

ჰანს-დიტერ ფლიკი ტიმო ვერნერი ჩელსი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..