» » ალაბა: გული მეწვის, როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებ

ალაბა: გული მეწვის, როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებ

6-ივნ-2020, 09:59
0153
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი უკანახაზელი დავიდ ალაბა, სოციალური ქსელის twitter-ის მეშვეობით, რასიზმის თემას გამოეხმაურა.

"როგორც ფერადკანიანი, რომელიც ვენაში გავიზარდე, წინაპრების მაგალითზე უნდა ვისწავლო. ჩვენ ყველას გაერთიანება გვმართებს, რათა მოვახერხოთ და რაღაცეები რაც შესაცვლელია - შევცვალოთ. თუ გავჩუმდებით, მაშინ პრობლემის შემადგენელი ნაწილი გავხდებით. ვხედავ, როგორ ტკივათ, ჩემს ფერადკანიან ძმებსა და დებს. ეს ყველაფერი გულს მიკლავს."

"ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს იგი გამოხატული. იქნება ეს რასიზმი, ცემა, დისკრიმინაცია თუ კიდევ სხვა რამ. ერთად დავდგეთ ამ ყოველივეს დასაცავად, ერთად ვებრძოლოთ ბოროტებას. დაკავდით განათლებით, ჰკითხეთ თქვენს ფერადკანიან მეგობრებს, მათი გამოცდილების შესახებ. აწარმოეთ მშვიდობიანი დიალოგი. ახლა ის დროა, როდესაც კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი"-წერს დავიდ ალაბა.

რასიზმის თემასთან დაკავშირებით, სულ რამდენიმე დღის წინ კომენტარი გააკეთა ჟერომ ბოატენგმაც.

დავიდ ალაბა რასიზმი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..