» » კომენტარები: ლევერკუზენის ბაიერი 2- 4 მიუნხენის ბაიერნი

კომენტარები: ლევერკუზენის ბაიერი 2- 4 მიუნხენის ბაიერნი

7-ივნ-2020, 10:04
0184
მოცემულ მომენტში მიუნხენის "ბაიერნი" შეუჩერებელია! შეხვედრის დებიუტში გაშვებული გოლის მიუხედავად, "ბავარიელებმა" ლევერკუზენში დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიეს ანგარიშით 2-4. "დღეს გამარჯვება გუნდის მენტალიტეტმა მოგვიტანა"-აცხადებდა ნამატჩევს მანუელ ნოიერი.

ორთაბრძოლის დასრულების შემდგომ გაკეთებული კომენტარები

ჰანსი ფლიკი -"ფეხბურთში თითოეული გუნდი გამარჯვებისთვის იბრძვის. 2020 წელს ეს ჩვენ სრულად დავამტკიცეთ. შეხვედრის დასაწყისში მცირე პრობლემები გვქონდა, რაც მიღებული გოლით დასრულდა, თუმცა მობილიზაცია შევძელით და დაწინაურებაც მოვახერხეთ. ეს გუნდური მენტალიტეტის მკაფიო დადასტურებაა. კარგიც კია, რომ სწრაფი გოლი მივიღეთ, ამან გუნდი გამოაცოცხლა."

მანუელ ნოიერი -"დღეს გამარჯვება გუნდის მენტალიტეტმა მოგვიტანა. შეხვედრის მე-9 წუთზე გოლს უშვებ, წინ კი საკმაოდ ძლიერი მეტოქე გიდგას. თუმცა აქ გამარჯვება "ვოლფსბურგმა" მოახერხა, ხწორედ ამიტომ ჩვენც იგივეს გაკეთება მოგვეთხოვებოდა. ამის დემონსტრირება შევძელით, "ბაიერნი" დღეს უკეთესი გუნდი იყო მოედანზე. თამაშში შესასვლელად გარკვეული დრო დაგვჭირდა, ამის შემდეგ კი ცივსისხლიანად ვმოქმედებდით."

ლეონ გორეცკა -"ეს შესანიშნავი მატჩი იყო. თამაშში კარგად ვერ ჩავერთეთ, თუმცა ბრძლაში საკუთარი თავი ვიპოვეთ. სწორედ ეს განგვასხვავებს სხვა გუნდებისგან. როდესაც მსგავს კარგ კლუბს ეთამაშები, აუცილებელია მატჩის ბედი გადაწყვიტო, ეს კარგად გამოგვივიდა. 20-30 წუთის შემდეგ მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით."

ლევერკუზენელთა კომენტარები

პეტერ ბოში (ბაიერის მთავარი მწვრთნელი) - დღეს ჩვენ ტოპ-კლუბის წინააღმდეგ ბრძოლაში დავმარცხდით. პირველი 30 წუთის განმავლობაში შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ თანასწორად ასპარეზობას მოვახერხებდით, თუმცა ამის მერე ვიგრძენით, რომ საუკეთესო თამაშს ვერ ვდემონსტრირებდით. ამის პირველმიზეზი "ბაიერნია". მათ წნეხი გაზარდეს, და გასააზრებლად დრო არ დაგვტოვეს. იმისათვის, რომ მიუნხენის "ბაიერნი" დაამარცხო, 11-ივე ფეხბურთელმა საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს. სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით."

ალექსანდრე დრაგოვიჩი (ბაიერის მცველი) - "თამაშში კარგად შევედით და დაწინაურებაც მოვახერხეთ. ამის შემდეგ კი ჩვენს მოქმედებაში შიში შეიგრძნობოდა, რაც არ გვაძლევდა საშუალებას ბურთით ისე გვემოქმედა, როგორც ამას ვაკეთებთ ხოლმე. როდესაც "ბაიერნისგან" მსგავს გოლებს უშვებ უნდა აღიარო, რომ დამსახურებულად დამარცხდი."

კომენტარები ლევერკუზენის ბაიერი მიუნხენის ბაიერნი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.