» » დევისი: მიულერს ჩვენი გუნდის შეფ-მზარეულს ვეძახი

დევისი: მიულერს ჩვენი გუნდის შეფ-მზარეულს ვეძახი

7-ივნ-2020, 10:26
0202
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა განაპირა მცველი ალფონსო დევისი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურში ლევერკუზენის "ბაიერთან" გამართულ პაექრობას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მატჩი "რეკორდმაისტერის" გამარჯვებით ანგარიშით 2-4 დასრულდა.

"მას შემდეგ რაც მე-10 წუთზე საკუთარ კარებში გოლი მივიღეთ, პანიკას არ ავყევით, რადგანაც ვიცოდით, რომ წინ დიდი დრო იყო დარჩენილი. შევძელით მობილიზება და საკუთარი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. გვახსოვდა ხსენებულ გუნდთან განცდილი მარცხი, სეზონის პირველ წრეში და გვესმოდა რომ აუცილებელი იყო რამდენიმე გოლის გატანა."

"რაც შეეხება თომას მიულერს, მე მას გუნდის შეფ-მზარეულს ვეძახი. იგი იტანს გოლებს და ახორციელებს შედეგიან გადაცემებსაც. თომასი ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. რობერტ ლევანდოვსკი კი მსოფლიო დონის თავდამსხმელია, რომელსაც ყოველ ჯერზე ამტკიცებს. წინ 4 მატჩი გვაქვს დარჩენილი, შეგვიძლია ეს პერიოდი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დავამყაროთ -გატანილი გოლების რაოდენობით"-ციტირებს დევისის სიტყვებს გამოცემა L’Équipe

მოცემულ მომენტში მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 70 ქულით ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერია. საუცხოოა, გატანილი გოლების სტატისტიკური მაჩვენებელიც. მიუნხენური გრანდის აქტივში 90 გატანილი და 30 გაშვებული გოლი ფიქსირდება. ყოველივე ეს კი 30-ე ტურის მონაცემებით.

ალფონსო დევისი თომას მიულერი ლევერკუზენის ბაიერი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..