» » ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინში

7-ივნ-2020, 19:56
0149
კორონავირუსის პირობებში მსოფლიოს ყოველდღიური ცხოვრების სტილი მნიშვნელოვნად შეიცვალა, აღნიშნული სცენარით ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციებიც, მათ შორის ევროპული ფეხბურის მმართველი ორგანიზაცია - UEFA.

რამდენიმე დღის წინ გერმანულ Bild-ში გაჟონა ინფორმაციამ, რომელიც უეფას სამომავლო გეგმებს ეხება.
საქმე ის გახლავთ,რომ მიმდინარე წლის ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული სცენარით დასრულდება, შეიცვლება ფინალური დაპირისპირების ჩატარების ლოკაცია, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სტამბულს პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი ჩაანავლებს.

მეორე ცვლილება უშუალოდ ტურნირის ფორმატი გახლავთ, 2019/20 წლების ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშება მინი ტურნირის სტილში დასრულდება, ზემოთხსენებული სპორტული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ ¼ ფინალური დაპირისპირებებიდან მოყოლებული, ყველა მატჩში გამარჯვებულის ვინაობას მხოლოდ ერთი დაპირისპირება განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ბავარიულმა კლუბმა 1/8 ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი ლონდონის „ჩელსი“-ს წინააღმდეგ ანგარიშით 0:3 მოიგო. განმეორებითი შეხვედრის ჩატარების ზუსტი დრო კი ამ დრომდე უცნობია.

ბაიერნი უეფა ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..