» » SWR: ბერნდ ლენო ბაიერნზე საუბრობს

SWR: ბერნდ ლენო ბაიერნზე საუბრობს

8-ივნ-2020, 10:42
0138
არსენალისა და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონზე საუბრობს. 28 წლის მეკარე აღნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონატში, როგორც ყოველთვის, კონკურენციის ნაკლებობაა. ლენოსთვის მოსალოდნელი იყო მიუნხენის ბაიერნის ჩემპიონობა, რასაც უკვე მოსაწყენად მიიჩნევს.

"როგორც ყოველთვის, მიუნხენის ბაიერნი უკვე ჩემპიონია. ეს ფაქტი უკვე მოსაწყენი და სამწუხაროა. მსურს ვიხილო ჩემპიონობისთვის შთამბეჭდავი ბრძოლა, თუმცა უახლოეს მომავალში ასეთ რბოლას სავარაუდოდ ვერ ვიხილავთ. რეკორდმაისტერის საკმაოდ ძლიერია", - ამბობს ბერნდ ლენო SWR-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 30 ტურის შემდეგ ბავარიული გრანდი 70 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზეა გამაგრებული. მიუნხენელების უახლოესი მდევარი მეორეადგილოსანი დორტმუნდის ბორუსიაა, რომელსაც ამ მომენტისთვის 63 ქულა აქვს მოგროვებული.

ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. ჰანსი ფლიკის გაწვრთნილები შემდეგ ტურში მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებენ საკუთარ მოედანზე.

ბერნდ ლენო არსენალი ბუნდესლიგა მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..