» » Sportbild: ლიოვის გეგმა გორეცკასთან დაკავშირებით

Sportbild: ლიოვის გეგმა გორეცკასთან დაკავშირებით

8-ივნ-2020, 18:20
0196
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sportbild, kicker-ზე დაყრდნობით, იოჰიმ ლიოვის ინტერვიუს აქვეყნებს და გვამცნობს, რომ ბუნდესმანშაფტის დამრიგებელს რეკორდმაისტერის ნახევარმცველთან, ლეონ გორეცკასთან, დაკავშირებით სპეციალური გეგმა აქვს მოფიქრებული.

გერმანელი სპეციალისტი გორეცკას დაცვის მარჯვენა ფლანგზე გამოყენებას ფიქრობს: "მისი დინამიურობის, ბურთის შეგრძნებისა და თამაშის გააზრების შესაძლებლობებით ლეონი კარგი ვარიანტი იქნებოდა", თუმცა ლიოვის ეს მოსაზრება შეიძლება არც განხორციელდეს რადგან: "25 წლის გერმანელს ამ პოზიციაზე არასდროს უთამაშია. მსგავსი როლის მორგება კი დიდ ძალისხმევასა და ვარჯიშს მოითხოვს".

იოჰიმ ლიოვი მიუნხენის ბაიერნის ამომავალი ვარსკვლავის თამაშს ენთუზიაზმით უყურებს: "ბოლო პერიოდში ლეონი ძალიან განვითარდა. შესანიშნავი ადგილი მოიპოვა რეკორდმაისტერში. სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ ახლა თავს ისე გრძნობს როგორც არასდროს".

"ჩვენ მთელს მსოფლიოში გერმანიას წარმოვადგენთ. ჩვენი გარეგნობით გარკვეულ ღირებულებებს უნდა გავუსვათ ხაზი. ლეონი სწორედ ამას აკეთებს", - ამბობს 60 წლის სპეციალისტი.

COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის დროს ლეონ გორეცკამ და იოშუა კიმიხმა ხალხის დახმარების კამპანია წამოიწყეს სახელად We kick Corona, სადაც უკვე 5 მილიონ ევროზე მეტი შეაგროდა. ამ ორმა ფეხბურთელმა სასტარტო ბიუჯეტისთვის ფონდს თითო-თითო მილიონი ევრო გადაურიცხეს.

25 წლის ნახევარმცველმა ასევე მკაფიო განცხადებები გააკეთა რასიზმთან დაკავშირებითაც.

"მის ასაკთან შედარებით გორეცკა საკმაოდ საინტერესო მოსაუბრეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარგი მსოფლმხედველობა აქვს. მასთან საუბარი ძალიან საინტერესოა და სამართლიანობის კარგი განცდა აქვს".

"ლეონმა კარგად იცის ეროვნულ გუნდში მისი როლისა და პრივილეგირებული პოზიციის შესახებ. ამის სანაცვლოდ მას სურს რამე გაიღოს, გორეცკა ერთგულია იმ საქმეების რაც სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია. საკმაოდ პასუხისმგებლიანი პიროვნებაა", - დაასრულა 60 წლის სპეციალისტმა.

იოჰიმ ლიოვი ლეონ გორეცკა გერმანიის ნაკრები

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..