» » Daily Mail: ჩელსი ჰავერცის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდის

Daily Mail: ჩელსი ჰავერცის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდის

9-ივნ-2020, 16:49
0126
ლევერკუზენის ბაიერის ნახევარმცველის გარშემო ბოლო დროს არ წყდება სატრანსფერო მითქმა-მოთქმა. ცნობილია, რომ 20 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებით მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი ინტერესდებიან.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ნისლიანი ალბიონიდან არისტოკრატებიც დაინტერესებული არიან.

წყაროს ინფორმაციით ლონდონელები მზად არიან გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადონ. სავარაუდოა, რომ არისტოკრატები 20 წლის ნახევარმცველს ვილიანისა და პედროს შემცვლელად მოიაზრებენ, რომლებმაც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეიძლება კლუბი დატოვონ.

ფარმაცევტების სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა განაცხადა, რომ ჰავერცის გაყიდვის ვარიანტს განიხილავენ, თუმცა 20 წლის გერმანელის სანაცვლოდ ბაიერს 100 მილიონი ევროს მიღების სურვილი აქვს.

მიმდინარე სეზონში კაი ჰავერცმა ლევერკუზენის ბაიერის მაისურით 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლისა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

transfermarkt-ი კაი ჰავერცის მომავალს კატალონიის ბარსელონას უკავშირებს. პორტალზე ფეხბურთელის პროფილზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად 20 წლის ნახევარმცველის კატალონიურ კლუბში გადაბარგებას 28% აქვს, მადრიდის რეალში 25%, ხოლო მიუნხენის ბაიერნი მესამე პოზიციაზე 24%-ით არის წარმოდგენილი.

ჩელსის გარდა ახალგაზრდა ტალანტით მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტიც ინტერესდება.

კაი ჰავერცი რუდი ფიოლერი ლონდონის ჩელსი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.