» » შვაინშტაიგერი: დავიდ ლუისმა მითხრა...

შვაინშტაიგერი: დავიდ ლუისმა მითხრა...

9-ივნ-2020, 17:32
0219
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდამ ამაზონის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში სახელად "Schw31ns7eiger Memories - From Beginning to Legend" 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, სადაც რეკორდმაისტერი საკუთრ მოედანზე ლონდონის ჩელსისთან დამარცხდა.

მატჩის ბოლო წუთბამდე ტომას მიულერის გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ბავარიული გრანდი იგებდა, თუმცა ლონდონის ჩელსიმ კუთხური მოიპოვა. შვაინშტაიგერი იხსენებს: "დავიდ ლუისი კართან მოვიდა და მითხრა ახლა კი გოლის დროა". ბრაზილიელი მცველი მართალი აღმოჩნდა, რადგან შეხვედრის 88-ე წუთზე დიდიერ დროგბამ წონასწორობის აღდგენა მოახერხა და არისტოკრატებს დამატებითი დრო აჩუქა.

დარჩენილი ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილია. საქმე პენალტებამდე მივიდა. ივიცა ოლიჩმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს და ლონდონის ჩელსიმ ალიანს არენადან ჩემპიონთა ლიგის თასის წაღება მოახერხა.

შვაინშტაიგერი ემოციებს იხსენებს: "არ მინდოდა ვინმეს იმედგაცრუებული სახეები მენახა, რადგან მოსახდენი მომხდარი იყო, რასაც აღარაფერი არ ეშველებოდა".

კარლ-ჰაინც რუმენიგე იხსენებს, რომ შეხვედრის შემდეგ ყველა იმედგაცრუებული იყო და ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თუმცა არა ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც სხვებისგან განსხვავებით, ვინც ხელები მაღლა აწია და თქვა "ჩემი ბრალი არაა", პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ბასტიან შვაინშტაიგერი დავიდ ლუისი ალიანს არენა ჩემპიონთა ლიგა

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..