BILD: ბაიერნი ახალი ფორმით ითამაშებს
10 ივნისს მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასის ნახევარ-ფინალში საკუთარ მოედანზე, თბილისის დროით 22:45 საათზე, ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლებს.
ცნობილი სპორტული გამოცემა BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერი თასის ფინალისთვის გულშემატკივრების წინაშე უკვე ახალი ფორმით წარსდგება.
BILD-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ახალსა და ძველ ფორმას შორის განსხვავება მხოლოდ დიზაინია. ძირითადი კონცეფცია წითელი-თეთრი იქნება.
ახალ ფორმაზე ვეღარ ვიხილავთ ალიანს არენას მკრთალ ტექსტურებს, სამაგიეროდ გვერდებზე დაემატა Adidas-გან სამი თეთრი ხაზი და V-ებრი საყელოც თეთრი ფერის იქნება.
"ჩვენ წითელი-თეთრში ფორმა გვინდა", - წარსულში რეკორდმაისტერის მცველსა და 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს სემი კუფურს მოუთხოვია ადრე.
როგორც სჩანს 2020/21 წლების სეზონისთვის სწორედ წითელი-თეთრში ფორმის დრო დადგა!
ფორმა მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასი