ESPN: ბაიერნის ახალი სამიზნე შოტლანდიელი ტალანტია
აარონ ჰაიკიმ, რომელსაც სულ ახლახანს შეუსრულდა 18 წელი, უკვე არაერთი ევროპული გრანდის დაინტერესება შეძლო. ცნობილი სპორტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, რომ წარმოშობით შოტლანდიელი მცველით ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ სიტი ინტერესდებიან, რომლებსაც მიუნხენის ბაიერნიც შეემატა.
ახალგაზრდა ტალანტი შოტლანდიურ ჰართსში თამაშობს. COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გამო შოტლანდიის პრემიერშიფი ნაადრევად დასრულდა. ESPN წერს, რომ 18 წლის ფეხბურთელის მსურველთა სიაში ასევე მოიაზრება: სელტიკი, კრისტალ პალასი, ლაციო და მილანი. Daily Mail-ზე დაყრდნობით რეკორდმაისტერის სკაუტებიც აკვირდებიან ამომავალ ვარსკვლავს.
ESPN-ის ჟურნალისტი სტატიაში გვამცნობს, რომ შოტლანდიელი განაპირა მცველი შეიძლება კლუბებისთვის გაცილებით იაფი ვარიანტი იყოს, ვიდრე ლესტერის 23 წლის ბენჯამინ ჩილველი, რომლის სატრანსფერო ფასიც £60 ფუნტს შეადგენს, მაშინ როდესაც აარონ ჰაიკის ყიდვა £5 მილიონ ფუნტად შეიძლება.
სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ სანამ კორონა ვირუსის გამო შეწყდებოდა შოტლანდიის ჩემპიონატი, აარონ ჰაიკიმ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლისა და 1 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.
აარონ ჰაიკი ჰართსი შოტლანდია