» » Sky Germany: მანჩესტერ სიტიმ სანეს თანხა დაასახელა

Sky Germany: მანჩესტერ სიტიმ სანეს თანხა დაასახელა

10-ივნ-2020, 10:21
0182
მიუნხენის ბაიერნი ლერო სანეს გადმობირებას კვლავინდებურად ცდილობს. ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sky Germany-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერსა და ქალაქელებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გასულ კვირაში გაიმართა.

Sky Germany გვამცნობს, რომ მიუნხენური კლუბის მესვეურებმა 24 წლის შემტევის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ მანჩესტერ სიტის 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. წყაროს მიხედვით მანჩესტერელებმა მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ლერო სანეს საფასური 70 მილიონ ევროს შეადგენს.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სანე შესაძლოა 2021 წლის ზაფხულში ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნში შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდეს, სრულად უსასყიდლოდ, მიუნხენური კლუბი და თავად ფეხბურთელი მოწოდებულნი არიან შეთანხმებას ამ ზაფხულსვე მიაღწიონ.

Sky Germany-ს ჟურნალისტი წერს, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა ლეროის ამ ზაფხულსვე გადმოყვანას ნებისმიერი ფასის სანაცვლოდ არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის შემტევი მან. სიტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. რაც მნიშვნელოვანია 30%-ით ხელფასის დაკლებაზეც დათანხმდა, რათა რეკორდმაისტერში ტრანსფერი განხორციელდეს.

როგორც სჩანს მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და გამორიცხული არ არის ლეროი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უკვე ზებნერ შტრასეზე ვიხილოთ.

ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნი მანჩესტერ სიტი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..