» » FCB: მეთერთმეტეჯერ ნახევარფინალში

FCB: მეთერთმეტეჯერ ნახევარფინალში

10-ივნ-2020, 11:14
0129
ბუნდესლიგაში გამართული მატჩიდან 18 დღის მერე კვლავ მიუნხენის ბაიერნისა და ფრანკფურტის აინტრახტის დაპირისპირებას ვიხილავთ გერმანიის თასის ნახევარფინალში, დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე. წარმოგიდგენთ აღნიშნული შეხვედრის ანონსსა და საინტერესო ფაქტებს.

FCB: მეთერთმეტეჯერ ნახევარფინალში

რამდენიმე კვირის წინ ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა ალიანს არენაზე აინტრახტი დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა. თავის გამოჩენა ლეონ გორეცკამ, ტომას მიულერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და ალფონსო დევისმა მოახერხეს, ხოლო ავტოგოლი მარტინ ჰინტეგერმა მიითვალა.

1) საკუთარ კედლებში ბაიერნი ტრადიციულად წარმატებულია
ბოლო პერიოდში, ალიანს არენაზე ფრანკფურტელებისთვის არცერთი შეხვედრა არ გამოდგა ადვილი გასეირნება. რეკორდმაისტერი საკუთარ მოედანზე აინტრახტთან უკვე 15 შეხვედრაა არ მარცხდება. ჰანსი ფლიკის გუნდმა 14-ჯერ გაიმარჯვა და ერთხელ დათანხმდა ყაიმს. უკანასკნელი 11 შეხვედრის ჯამური ანგარიში 38:6 მიუნხენელთა სასარგებლოდ.

2) რეგულარული ნახევარფინალი
მეოთხედ-ფინალში მიუნხენურმა გრანდმა გელზენკილხელნის შალკე 1:0 დაამარცხა და საკუთარი სარეკორდო სერია გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ ბავარიელებმა ნახევარ-ფინალურ ეტაპს 11-ჯერ მიაღწიეს. წარსულში მსგავსი შედეგი არცერთ კლუბს არ დაუფიქსირებია. შვიდი შემთხვევიდან სამხრეთელებმა ფინალში გასვლა მოახერხეს.

3) გოლები გარანტირებულია
120 წუთის განმავლობაში უგულო შეხვედრა ნაკლებად სავარაუდო იქნება. უკანასკნელი 21 სათასო შეხვედრიდან რეკორდმაისტერი ერთ გოლს მაინც იტანდა, ხოლო აინტრახტს უკანასკნელი 15 სათასო შეხვედრა არ დაუსრულებია უგოლოდ.

4) მანუელ ნოიერი რეკორდთან ახლოსაა
იმ შემთხვევაში თუ ჰანსი ფლიკის გუნდი აინტრახტის საგოლე სერიას შეაჩერებს, ეს მანუელ ნოიერისთვის ახალი რეკორდი გახდება. კარიერის განმავლობაში გერმანიის თასზე მიუნხენური კლუბის კაპიტანმა 32-ჯერ შეინახა კარი მშრალად. ახლა ოლივერ კანის რეკორდის გამეორების ზღვარზეა, რომელსაც 33 მატჩიანი მშრალი სერია ერიცხება.


5) ტიტულების მომპოვებელი
ისტორიის განმავლობაში მიუნხენელებმა 19-ჯერ აღმართეს გერმანიის თასი - ამ მაჩვენებლით სამხრეთელები ტურნირის აბსოლიტური რეკორდსმენები არიან. ფრანკფურტის აინტრახტმა თასის მოპოვება ხუთჯერ მოახერხა და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებს. მეორე საპატიო ადგილზე 6 გამარჯვებით ვერდერია.

6) რეკორდსმენი მიულერი


მსგავსი გამოცდილება სხვას არავის აქვს: გერმანიის თასის ნახევარფინალში ტომას მიულერმა უკვე 10-ჯერ ითამაშა, ეს კი ტურნირის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ნახსენებ შეხვედრებში ბაიერნის ლეგენამ 7 გოლის გატანა მოახერხა. იმ შემთხვევაში თუ რეკორდმაისტერი აინტრახტს დაამარცხებს მიულერი ახალ რეკორდს დაამყარებს და ზეპ მაიერისა და გერდ მიულერის შედეგს გაიმეორებს.

7) აინტრახტს შეუძლია
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში აინტრახტი მესამედ გავიდა ნახევარ-ფინალში. ბოლო ორ შემთხვევაში ფრანკფურტელებმა ფინალში გასვლა მოახერხეს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2016/17 წლების სეზონიდან დაწყებული რვიდან შვიდ შეხვედრაში მოახერხეს ბუნდესლიგის წარმომადგენლებთან გამარჯვება - ერთადერთი მარცხი 2017 წელს დორტმუნდის ბორუსიასთან იწვნიეს (1:2).

გერმანიის თასი მიუნხენის ბაიერნი აინტრახტი ანონსი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..