» » Sky Germany: კლოპი მარიო გიოტცეს შესახებ საუბრობს

Sky Germany: კლოპი მარიო გიოტცეს შესახებ საუბრობს

10-ივნ-2020, 12:43
0178
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, მარიო გიოტცეს შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, ექს-ბავარიელი, რომელიც მოცემულ მომენტში დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავს, რამდენიმე კვირაში საკუთარ კლუბს დაემშვიდობება.

"ჩემი აზრით მარიოს ესაჭიროება რამდენიმე მატჩიანი უწყვეტი თამაში. მას სჭირდება კლუბი, რომელიც გაუქარვებს შეგრძნებას, თითქოს მან ყოველ შეხვედრაში განსაკუთრებული, რამ უნდა ჩაიდინოს. მან უბრალოდ ნორმალურად უნდა ითამაშოს - ყოველ ჯერზე. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ძველ გიოტცეს."

"ნათელია, რომ ამ ყოველივეს განხორციელება დორტმუნდის "ბორუსიაში" შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს თუ რა ძალას ფლობს ეს გუნდი შეტევაში. მარიო განსაკუთრებულია, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. მე ის ძალიან მომწონს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ."-ციტირებს გამოცემა Sky Germany იურგენ კლოპის სიტყვებს.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ფეხბურთელის მომსახურებით იტალიური საფეხბურთო კლუბი "მილანია" დაინტერესებული.

იურგენ კლოპი მარიო გიოტცე

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.