» » FCB: ფლიკი სათასო ორთაბრძოლისთვის ემზადება

FCB: ფლიკი სათასო ორთაბრძოლისთვის ემზადება

10-ივნ-2020, 12:58
0199
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, ფრანკფურტის "აინტრახტთან" გასამართი ორთაბრძოლის შესახებ საუბრობს.

"ამ შეხვედრას ზუსტად იმავე განწყობით ვხვდებით, როგორც ნებისმიერ სხვა ორთაბრძოლას. "აინტრახტს" მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ ვაანალიზებთ. მათ შეუძლიათ ძალიან დიდი ტკივილის მოყენება, განსაკუთრებით სტანდარტული მდგომარეობის დროს. სრული 90 წუთის მანძილზე - და სათასო ორთაბრძოლებში უფრო მეტიც შეიძლება გაგრძელდეს შეხვედრა - ჩვენ გვმართებს ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრაცია. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად იცის "აინტრახტის" ძლიერი მხარეები. გვსურს დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ და ფინალში გავიდეთ."-აცხადებს ჰანსი ჰლიკი.

მოახლოებულ პაექრობას გამოეხმაურა ფრანკფურტის "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი ადი ჰიუტერიც -"მიუნხენში ორი კვირის წინ გამართული შეხვედრა, დღევანდელი მატჩისათვის კარგი რეპეტიცია გამოდგა. ნათელია, რომ "ბაიერნი" ფავორიტია. ისინი ყოველთვის ფავორიტები არიან. ასეა თუ ისე, მიუნხენში მივდივართ იმისათვის, რომ შეუძლებელი შესაძლებლად ვაქციოთ. გუნდი მოუთმენლად ელის ამ ორთაბრძოლას და ყველაფერს გააკეთებას იმისათვის, რომ სენსაცია მოახდინოს."-აღნიშნავს ფრანკფურტელთა დამრიგებელი.

შეგახსენებთ, გერმანიის თასის ნახევარფინალი მიუნხენის "ბაიერნსა" და ფრანკფურტის "აინტრახტს" შორის 10 ივნისს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ჰანსი ფლიკი ფრანკფურტის აინტრახტი ადი ჰიუტერი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..