» » AS: ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღი ცნობილია

AS: ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღი ცნობილია

10-ივნ-2020, 16:10
0196
ცნობილი ესპანური სპორტული ინტერნეტ პორტალის AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შემდეგ კვირას უეფა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრების გამართვის თარიღს გაგვიმხელს. მატჩები შესაძლოა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართოს.

AS-ის ინფორმაციით საპასუხო შეხვედრები სავარაუდოდ 8-9 აგვისტოს გაიმართება. ამის შემდეგ ყველა 1/4 ფინალურ ეტაპზე გასული გუნდი უნდა ჩავიდეს ლისაბონში, სადაც 12 აგვისტოს ფინალის მინი ტურნირი იღებს სტარტს. 8 გუნდი ითამაშებს პლეიოფის ფორმატით, რომელიც ერთმატჩიანი იქნება.

წყარო გვამცნობს, რომ ყველა შეხვედრა «ჟოზე ალვალადესა» და «ეშტადიუ და ლუშზე» გაიმართება. ფეხბურთის მოყვარულების სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ სავარაუდოდ გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის შეხვედრები.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე უკვე გავიდნენ პსჟ, ატლეტიკო, ატლანტა და ლაიპციგი. დარჩენილი ოთხი საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ:
რეალი - მანჩესტერ სიტი (პირველი შეხვედრა 1:2)
ჩელსი - ბაიერნი (პირველი შეხვედრა 0:3)
ლიონი - იუვენტური (პირველი შეხვედრა 1:0)
ნაპოლი - ბარსელონა (პირველი შეხვედრა 1:1)

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობი რჩება როგორ, როდის და რა ფორმატით გაგრძელდება ევროპის ლიგის ტურნირი.

ჩემპიონთა ლიგა კორონა ვირუსი ლისაბონი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..