» » კინგსლი კომანი სანეს ტრანსფერის გამო არ ღელავს

კინგსლი კომანი სანეს ტრანსფერის გამო არ ღელავს

10-ივნ-2020, 16:28
0190
მიუნხენის ბაიერნის ფრანგი შემტევი გარემარბი ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში ლეროი სანეს რეკორდმაისტერში ტრანსფერს ეხმაურება. 23 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველი ამბობს, რომ სანეს მიუნხენურ გრანდში ტრანსფერი მის მომავალთან არანაირ კავშირში არაა.

"როდესაც მე მოვედი მიუნხენის ბაიერნში, კლუბში ფრანკ რიბერი, არიენ რობენი და დუგლას კოშტა იყვნენ. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ხოლო გუნდში ლეგენდარული რობერი დომინირებდა. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ ნათელია, რომ კონკურენცია ძლიერ ფეხბურთელებთან ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს".

"გუნდისთვის კარგი იქნება, თუ შემადგენლობაში ბევრი ტოპ ფეხბურთელი გვეყოლება. თუ სანე მიუნხენში გადმობარგდება ეს პრობლემა ნამდვილად არ იქნება", - ამბობს კომანი.

"ბაიერნის დატოვებაზე არ ვფიქრობ. ამაზე დავფიქრდები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეტყვიან, რომ კლუბს აღარ ვჭირდები. არ ვფიქრობ, რომ რეკორდმაისტერში არ მაფასებენ. ლეროი სანეს სიტუაცია ჩემს მომავალთან არანაირ კავშირში არაა", - დაასრულა კომანმა კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ ლეროი სანეს სატრანსფერო უფლებებისთვის გერმანული გრანდი ამ დრომდე იბრძვის.

კინგსლი კომანი ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..