» » სერჟ გნაბრიმ შესაძლოა გლადბახთანაც ვერ ითამაშოს

სერჟ გნაბრიმ შესაძლოა გლადბახთანაც ვერ ითამაშოს

11-ივნ-2020, 12:13
0116
მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე ფრანკფურტის აინტრახტს დაუპირისპირდა, დაძაბული მატჩის მიუხედავად ჰანსი ფლიკის შეგირდებმა 2:1 იმარჯვეს და ბერლინის საგზურის მოპოვება შეძლეს. გუნდს სერჟ გნაბრი ვერ დაეხმარა, რომელსაც როგორც გაირკვა წელზე აქვს პრობლემა.

"სერჟმა წელი დაიზიანა და ნორმალურად გადაადგილება არ შეუძლია. გლადბახთან შეხვედრამდე ორი დღეა დარჩენილი და იმედს ვიქონიებთ, რომ ექიმები გნაბრის მწყობრში მოყვანას შეძლებენ. ამ სიტუაციაში გლადბახთან გერმანელი შემტევის თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ჰანსი ფლიკი

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 31-ე ტურში რეკორდმაისტერი საკუთარ მოედანზე ბორუსია მიონხენგლადბახს უმასპინძლებს. მატჩი 13 ივნისს თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

სერჟ გნაბრის გარდა ამ მომენტში ლაზარეთში კორენტინ ტოლისო და ლარს ლუკას მაი იმყოფებიან.
რამდენადაც ცნობილია ფრანგმა ნახევარმცველმა ტერფზე ოპერაცია გაიკეთა და სავარაუდო დაბრუნების თარიღად ივნისის ბოლო სახელდება.

სერჟ გნაბრი ჰანსი ფლიკი ტრავმა კორენტინ ტოლისო

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..