» » ESPN: მანჩესტერ იუნაიტედი და ინტერი ტოლისოსთვის იბრძვიან

ESPN: მანჩესტერ იუნაიტედი და ინტერი ტოლისოსთვის იბრძვიან

11-ივნ-2020, 13:01
066
ცნობილი სპორტული გამოცემა ESPN მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კორენტინ ტოლისომ შესაძლოა მიუნხენის ბაიერნი დატოვოს. RMC Sport-ის საფეხბურთო ექსპერტი მოჰამედ ბუჰაფსი მიიჩნევს, რომ ფრანგი ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებებისთვის მანჩესტერ იუნაიტედი და ინტერი იბრძვიან.

ESPN გვამცნობს, რომ მიუნხენის ბაიერნი, რომელმაც გუშინ ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხა და ბერლინის საგზური მოიპოვა, მზადაა კორენტინ ტოლისო გუნდიდან გაუშვან. შეგახსენებთ, რომ ბავარიულმა გრანდმა 25 წლის ფრანგი 2017 წელს £37 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაიფორმეს.

ESPN-ზე დაყრდნობით კორენტინ ტოლისოსთვის ბრძოლაში ფავორიტები მანჩესტერ იუნაიტედი და ინტერი არიან.

წყაროს ცნობით მიუნხენური კლუბის მესვეურები 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ £31 მილიონ ფუნტს მოითხოვენ. ბუჰაფსის თქმით წითელმა ეშმაკებმა უკვე მიმართეს კლუბს და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყეს.

transfermarkt-ზე დაყრდნობით კორენტინ ტოლისოს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შანსი 28% შეადგენს. რაც შეეხება ინტერს, ეს უკანასკნელიც 28%-ით არის წარმოდგენილი.

მიმდინარე სეზონი 25 წლის ფრანგისთვის საკმაოდ უიღბლო გამოდგა ტრავმის გამო. ამ მომენტისთვის კორენტინ ტოლისომ ტერფზე ოპერაცია გაიკეთა და ლაზარეთშია მოთავსებული.

სტატისტიკის მოყვარულებს კი გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტოლისომ ბაიერნის მაისურით ჯამში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლისა და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

კორენტინ ტოლისო მანჩესტერ იუნაიტედი ინტერი

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.