» » France Football: რომელი იქნება კოუტინიოს მომავალი კლუბი?!

France Football: რომელი იქნება კოუტინიოს მომავალი კლუბი?!

11-ივნ-2020, 14:03
0183
ამჟამად მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომლის სატრანსფერო უფლებებსაც კატალონიის ბარსელონა ფლობს, შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს. France Football გვამცნობს, რომ ნისლიანი ალბიონიდან ბრაზილიელით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

უკვე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენური გრანდი კატალონიის ბარსელონასგან ბრაზილიელი ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებებეის გამოსწყიდვას არ აპირებს. France Football-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ 27 წლის ნახევარმცველის გადაბირებას ტოტენჰემი და ნიუკასლი ცდილობენ, ბოლო პერიოდში ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ევერტონიც ჩაერთო.

France Football წერს, რომ კოუტინიოს მისი საახლობლო ნიუკასლში გადასვლას ურჩევს. რამდენადაც ცნობილია, ნიუკასლი შესაძლოა საუდის არაბეთიდან ინვესტორებმა იყიდონ და კლუბი კაპიტალ-დაბანდებით გააძლიერონ.

მიუხედავად ფეხბურთელის მაღალი საფასურისა და ხელფასისა დღემდე აქტუალურად რჩება ტოტენჰემის ვარიანტიც. ბოლო პერიოდში 27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის სახელს ლონდონის არსენალსაც უკავშირებენ.

ფილიპე კოუტინიო ნიუკასლი პრემიერ ლიგა ტოტენჰემი ბარსელონა

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..