» » Sport Bild-ის ჟურნალისტის თქმით ჰავერცს ჩელსი ურჩევნია

Sport Bild-ის ჟურნალისტის თქმით ჰავერცს ჩელსი ურჩევნია

11-ივნ-2020, 15:54
0239
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემის Sport Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ტვიტერის საკუთარ გვერდზე კაი ჰავერცის გარშემო სატრანსფერო მითქმა-მოთქმას ეხმაურება. ჟურნალისტის თქმით 21 წლის გარემარბს თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს.

უკვე დაიწერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის ჩელსიმ ფარმაცევტებს კონკრეტული შეთავაზებით მიმართა. არისტოკრატებმა ლევერკუზენს ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი შესთავაზეს.

რამდენადაც ცნობილია, ლონდონელები კაი ჰავერცს 5 წლიან კონტრაქტს და სეზონში 8 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით.

ტვიტერის საკუთარ გვერდზე Sport Bild-ის ჟურნალისტი წერს: "ბევრი მოთხოვნის გამო ვწერ. სიმართლეა: კაი ჰავერცი ლონდონის ჩელსიში თამაშს განიხილავს. სიმართლეა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებებიც, თუმცა არისტოკრატები 21 წლის ტალანტის ერთადერთი მსურველები არ არიან".

Sport Bild-ის ჟურნალისტის თქმით ჰავერცს ჩელსი ურჩევნია

შეგახსენებთ, რომ ლონდონელების გარდა გერმანელი შემტევით ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტიც ინტერესდებიან.

21 წლის ფეხბურთელი კუნთზე შექმნილი პრობლემების გამო ამ მომენტისთვის ლაზარეთში იმყოფება, მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კაი ჰავერცი კრისტიან ფალკი ლონდონის ჩელსი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..