» » მაკმანამანი : შესაძლოა კლოპი "ბაიერნში" ვიხილოთ

მაკმანამანი : შესაძლოა კლოპი "ბაიერნში" ვიხილოთ

12-ივნ-2020, 10:29
0196
წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, სტივ მაკმანამანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, შესაძლებელია კლოპი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გერმანიაში დაბრუნდეს და მიუნხენის "ბაიერნი" ჩაიბაროს.

"ვფიქრობ, იურგენ კლოპი მართლაც მოხიბლულია "ლივერპულით", ისევე როგორც ზოგადად პრემიერ-ლიგით. თუმცა ასევე შესაძლებელია ვიხილოთ მისი დაბრუნება გერმანიაში, სადაც იგი "ბაიერნს" ჩაუდგება სათავეში. მიუნხენელების სტრუქტურა, კლუბის დამოკიდებულება გერმანელი მწვრთნელების მიმართ... ამის არ გათვალისწინება დაუშვებელია. რამდენიმე წლის წინ "ბაიერნი" სულს ღაფავდა, მაგრამ ახლა ოპტიმალური ფეხბურთელები შემოიკრიბა, მათ ჰყავთ უამრავი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებიც დაგეშილები არიან გამარჯვებებზე."

"არ ვფიქრობ, რომ კლოპს ჰქონდეს სურვილი გაწვრთნას მადრიდის "რეალი" ან კატალონიის "ბარსელონა". ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა წავიდეს იგი ლა ლიგაში. იქ აღარ არის ის ძველი აურა, როდესაც მესი და რონალდო ერთმანეთს ყოველკვირეულად ებრძოდნენ. გარდა ამისა, "ბარსაში" არის ერთგვარი უთანხმოება, ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის. "რეალი" კი სულ სხვა სცენარია. მათ შემადგენლობის განახლება სჭირდებათ, იზიდავენ ახალგაზრდა მოთამაშეებს, მაგალითად ისეთს, როგორიც არის ვინისიუს ჟუნიორი, თუმცა რეალი კვლავინდებურად არ არის მზად." - ციტირებს ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს გამოცემა Daily Star.

იურგენ კლოპი სტივ მაკმანამანი ბაიერნი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..