» » BILD: არიენ რობენი ბაიერნთან ერთად ვარჯიშობს

BILD: არიენ რობენი ბაიერნთან ერთად ვარჯიშობს

12-ივნ-2020, 16:12
1334
ზებნერ შტრასეზე შეკრებილი რეკორდმაისტერის გულშემატკივრები უბრალოდ გაოცებულნი იყვნენ, როდესაც სავარჯიშო მოედანზე მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ვარსკვლავი არიენ რობენი იხილეს. ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჰოლანდიელი შემტევი ზებნერ შტრასეზე ვარჯიშობს.

2019 წელს სანამ არიენ რობენი კარიერას დაამთავრებდა მრავალი სარეაბილიტაციო პროცესი გაიარა და როგორც იქნა ვარჯიშების განახლება შეძლო. 3:45 საათზე კაიუტასთან 36 წლის ყოფილი ფეხბურთელი გამოჩნდა, ხელში ბუცები, პირსახოცი, წყლის ბოთლი, მობილური ტელეფონი და მანქანის გასაღები ეჭირა.

BILD: არიენ რობენი ბაიერნთან ერთად ვარჯიშობს

როგორც ძველ დროს არიენ რობენმა ვარჯიში გახურებით დაიწყო. ბროიჩთან გრძელ პასებს ამუშავებდა და ბურთის ფლობაზე მუშაობდა.

მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა არიენ რობენი კვლავ შესანიშნავ ფორმაში გამოიყურება. ბოლოსკენ თავის საყვარელ მოედანს ორი წრე დაარტყა ძუნძულით და 4:19 საათზე დაასრულა ვარჯიში.

რობენი დაბრუნებისთვის ემზადება?

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს ბრაზილიურმა კლუბმა ბოტაფოგომ ჰოლანდიელი შემტევით დაინტერესება გამოთქვა. SPORT BILD-თან ინტერვიუში ჰოლანდიელი ამბობს: "თუ დაბრუნების გადაწყვეტილებას მივიღებ ეს დროულად უნდა გავაკეთო, რადგან ახალგაზრდა აღარ ვარ დაბრუნებას კი საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება, თუმცა დაზუსტებით მაინც ვერაფერს ვიტყვი, არასდროს იცი რა მოხდება".


BILD-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ რობენი პროფესიულ კარიერაში დასაბრუნებლად არ ვარჯიშობს. გადაწყვეტილება საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ უკვე მიღებულია. მიუხედავად ამისა ჰოლანდიელს კვირაში ერთხელ ვარჯიშით სურს ფორმა შეინარჩუნოს.

კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ჰოლანდიელმა რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს ვარჯიშების ვიდეო გაკვეთილებს უტარებდა.

არიენ რობენი ზებნერ შტრასე მიუნხენის ბაიერნი

1
0

-ss- (12 ივნისი 2020 17:25)

ეს კიდევ ბევრს აჯობებს ab

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..