» » Gulfnews: საკადრო პრობლემები გამწვავდა

Gulfnews: საკადრო პრობლემები გამწვავდა

12-ივნ-2020, 17:57
0173
მიუნხენის ბაიერნი 13 ივნისს საკუთარ მოედანზე მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერი უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს მოდუნების დრო არ არის. ამ კრიტიკულ პერიოდში კი რეკორდმაისტერის ბანაკში ტრავმების პრობლემა უფრო გამწვავდა.

ცნობილი ინტერნეტ პორტალი gulfnews წერს, რომ ბავარიელებს ხვალინდელ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი დააკლდებიან. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერი ხვალ ჩემპიონობას გაიფორმებს თუ კი მეორე ადგილოსანი დორტმუნდის ბორუსია რელეგაციის ზონაში მყოფ ფორტუნასთან დამარცხდება.

"ძალიან სამწუხაროა, თუმცა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია", - ამბობს ჰანსი ფლიკი.

gulfnews სტატიაში წერდა, რომ ტიაგო ალკანტარა მიულერს შეცვლიდა, ხოლო ახლად დაბრუნებული სერჟ გნაბრი რობერტ ლევანდოვსკის ჩაანაცვლებდა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩავარდა. bavarianfootballworks-ი ცხელ-ცხელ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ ტიაგო ალკანტარამ ოპერაცია გაიკეთა და გუნდს ვერ დაეხმარება.

"ტიაგომ ოპერაცია გაიკეთა და გუნდს სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აუცილებლობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ოპერაცია ახლა გაკეთებულიყო. სავარაუდოდ ესპანელი თასის ფინალისთვის დაბრუნდება", - ამბობს ჰანსი ფლიკი.

bavarianfootballworks-ის ინფორმაციით ოპერაციის საჭიროება გერმანიის თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე მომხდარი ინციდენტის გამო გახდა საჭირო. შეგახსენებთ, რომ მარტინ ჰინტერეგერმა შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ტიაგო ალკანტარას ხელი უბიძგა და ესპანელი სარეკლამო დაფას შეეჯახა.

მიუნხენელთა სასიხარულოდ სერჟ გნაბრიმ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული ლევანდოვსკისა და მიულერის გარდა გუნდის დახმარებას კოუტინიო, ტოლისო და ნიკლას ზულეც ვერ შეძლებენ.

ბუნდესლიგა რობერტ ლევანდოვსკი ტომას მიულერი ტიაგო ალკანტარა

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..