ალფონსო დევისი საუკეთესოდ დასახელდა
ბუნდელიგის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. რეკორდმაისტერის ახალგაზრდა მცველი, ალფონსო დევისი, ბუნდესლიგის მაისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებით დაჯილდოვდა.
18 წლის კანადელმა გამოკითხვაში ხმების რაოდენობით ლაიპციგის ნახევარმცველს კრისტოფერ ნკუნკუსა და მიონხენგლადბახის ბორუსიას თავდამსხმელს მარკუს ტიუგმანს გადაუსწრო.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 28-ე ტურში დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ (1:0) დევისმა 35.3 კმ/სთ განვითარება შეძლო.
სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში კანადელმა ტალანტმა მიუნხენის ბაიერნის მაისურით ჯამში 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლისა და 9 შედეგიანი გადაცემის ავტორიც გახდა.ალფონსო დევისმა მოედანზე მთლიანობაში 3.035 წუთი დაჰყო.