» » BILD: ფლიკი ფინალისთვის გულშემატკივრების მოლოდინშია

BILD: ფლიკი ფინალისთვის გულშემატკივრების მოლოდინშია

13-ივნ-2020, 11:22
0221
ლევერკუზენის ბაიერის შემდეგ გერმანიის თასის მეორე ფინალისტი მიუნხენის ბაიერნიც ალაპარაკდა სტადიონზე გულშემატკივრების დასწრების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის გამო ჯერ-ჯერობით გერმანიაში საფეხბურთო ცხოვრება მაყურებლების გარეშე გრძელდება.

რეკორდმაისტერის დამრიგებელი 4 ივლისს ბერლინში გასამართ თასის ფინალზე: "ყოველთვის ვამბობდი, რომ გულშემატკივრების ნაკლებობას ძალიან, ძალიან განვიცდით. თუ გადაწყდება, რომ ბერლინში თასის ფინალი მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება ეს შესანიშნავი იქნება".

"სამწუხაროდ ამას მე ვერ ვწყვეტ. აღნიშნული საკითხი სხვაგან უნდა განიხილონ. გულშემატკივრებისთვის ერთმნიშვნელოვნად კარგი იქნება თუ ტრიბუნებზე ყოფნის საშუალებას მისცემენ. როგორ უნდა განხორციელდეს ეს ამაზე სხვამ უნდა იფიქროს".

ფარმაცევტების სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა თქვა: "ჯერ კიდევ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ სტადიონზე გულშემატკივართა მცირე რაოდენობას მაინც ვიხილავთ. შეიძლება ამაზე მცირე განცხადებები გააკეთო, თუმცა რეალურად გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ".

თასის ფინალს 70 000 მაყურებელზე გათვლილი ბერლინის სტადიონი ყოველთვის ანშლაგით ხვდება ხოლმე. COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გამო ჯერ-ჯერობით მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს ბუნდესლიგა და გერმანიის თასი. მიმდინარე რეგულაციების თანახმად სტადიონზე დასაშვები მხოლოდ რამდენიმე ასეული გულშემატკივარია, რომელთაც საკმაოდ მკაცრი წესები ეხებათ.

ჰანსი ფლიკი რუდი ფიოლერი გერმანიის თასი კორონა ვირუსი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..