» » ფლიკი : მხოლოდ გამარჯვება გვსურს

ფლიკი : მხოლოდ გამარჯვება გვსურს

13-ივნ-2020, 11:56
0186
გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლებს. შეხვედრა 13 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს სტარტს. ხსენებულ პაექრობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს "რეკორდმაისტერის" თავკაცი - ჰანსი ფლიკი.

"ვუყურებთ საკუთარ თავს და მხოლოდ გამარჯვება გვწადია. რა თქმა უნდა, ბოლო რამდენიმე კვირამ დიდი ძალები წაგვართვა, მაგრამ დატვირთვის დოზირებას იმგვარად ვახდენდით, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე უნდა გავიდნენ, გავლენ და საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენენ. "გლადბახი" ბრწყინვალე შეტევას დემონსტრირებს. ძალიან მალე მიაქვთ ბურთი დამაგვირგვინებელ სტადიამდე, არიან აგრესიულები უბურთოდაც. ახდენენ კარგ პრესინგს. ეს გუნდი შესანიშნავად არის დაკომპლექტებული და მიმდინარე სეზონში ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობს." -აცხადებდა ფლიკი პრეს-კონფერენციაზე.

ხსენებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "გლადბახის" მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსმაც -"როდესაც მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ასპარეზობ, ვალდებული ხარ სირთულეები შეუქმნა მას, როგორც ბურთით, ისე უბურთოდაც. მიუნხენელები, ყოველ სათამაშო ფაზაში აქტიურები არიან, ისინი ინტენსიურად მუშაობენ მაშინაც კი როდესაც ბურთი არ აქვთ. გამოირჩევიან ძლიერი კონტრპრესინგით, შეტევაში კი დაუჯერებლად საშიშები არიან. აუცილებელია ყურადღების მობილეზება, რათა ყოველივე ამას სათანადოდ გაუმკლავდე. პირველივე წუთებიდან თამამი თამაშია საჭირო. აუცილებელია მცირე იღბალიც, რომ მხოლოდ იმედად არ დარჩე და ქულაზე მაინც იბრძოლო."- აღნიშნავს "გლადბახის" დამრიგებელი.

ფლიკი გლადბახი ბუნდესლიგა

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..