» » Le10Sport: გვარდიოლა კოუტინიოს სიტიში ეპატიჟება

Le10Sport: გვარდიოლა კოუტინიოს სიტიში ეპატიჟება

13-ივნ-2020, 15:18
0308
Le10Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფილიპე კოუტინიო, რომლის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვასაც მიუნხენური კლუბი არ გეგმავს, შესაძლოა ზაფხულში ინგლისში გადაბარგდეს. წყარო გვამცნობს, რომ 28 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველს ხოსეპ გვარდიოლა ეპატიჟება.

უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ არც კატალოონის ბარსელონა არ აპირებს უკან დაიბრუნოს ბრაზილიელი ფეხბურთელი. ესპანელები 28 წლის შემტევის გაყიდვაზე უფრო არიან კონცენტრირებულნი. კარიერის გაგრძელების რეალური ვარიანტად ინგლისის პრემიერ ლიგა იხილება.

ნისლიანი ალბიონიდან ბრაზილიელის შეძენის სურვილს ლონდონის არსენალი და ნიუკასლი გამოთქვამენ.
Le10Sport-ის დღეს მიერ გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფილიპე კოუტინიოს საკუთარ კლუბში ხილვის სურვილი ხოსეპ გვარდიოლას აქვს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2023 წლამდე აქვთ გაფორმებული. მიუნხენურ კლუბში ბრაზილიელმა ჯამში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლისა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

transfermarkt-ი კოუტინიოს სატრანსფერო უფლებებს 56 მილიონ ევროდ აფასებს.

ფილიპე კოუტინიო ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..