» » SKY SPORT: ტომას მიულერს ჰასან სალიჰამიჯიჩი ესაუბრა

SKY SPORT: ტომას მიულერს ჰასან სალიჰამიჯიჩი ესაუბრა

15-ივნ-2020, 12:39
0180
გერმანიის თასის 1/2 ფინალური შეხვედრის შემდეგ ტომას მიულერის მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილ სპორტულ გამოცემა SKY SPORT-თან ინტერვიუში ბავარიელთა სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ ტომასთან ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ტომასმა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა: "ცოტა პარადოქსულად მეჩვენება მუდმივად ისაუბრო ახალ ფეხბურთელებზე და ამავდროულად ხელფასებზე გააკეთო ეკონომია".

რეკორდმაისტერის აღზრდილმა და კლუბის სახემ ეჭვეშ დააყენა კაი ჰავერცის ტრანსფერის საკითხი. მიულერმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქმის კურსში არ არის იან-კრისტიან დრეზენს რა ფინანსები აქვს გათვლილი და არც ჰასან სალიჰამიჯიჩის საქმიანობის სფერო იცის ამ საკითხთან დაკავშირებით.

"გერმანიის თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ტომასი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი არ იყო და სიტყვები, რომელიც მან თქვა არასწორი მიმართულებით იყო ნათქვამი. ჩვენ დავსხედით და ერთი-ერთზე ვისაუბრეთ".

"ტომასს ვუთხარი, რომ ის რაც მან თქვა არასწორია. მიულერი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და მიხვდა რაც ვუთხარი", - ამბობს რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.

ჰასან სალიჰამიჯიჩი ტომას მიულერი კაი ჰავერცი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..