» » Sportbild: ჰამანი ერნანდესს ბაიერნის პრობლემად მიიჩნევს

Sportbild: ჰამანი ერნანდესს ბაიერნის პრობლემად მიიჩნევს

15-ივნ-2020, 14:52
0111
მიუნხენის ბაიერნი ძალიან ახლოსაა ზედიზედ მერვე ჩემპიონობასთან. 16 ივნისს ბრემენში რეკორდმაისტერმა შესაძლოა ბუნდესლიგის ტიტული ოფიციალურად გაიფორმოს. ჰანსი ფლიკის გუნდმა მიონხენგლადბახი რობერტ ლევანდოვსკისა და ტომას მიულერის გარეშე, არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელით 2:1 დაამარცხა.

გლადბახთან მინდორზე 80 მილიონ ევროდ შეძენილი ლუკას ერნანდესიც გამოჩნდა, რომელმაც ჯამში 9 შეხვედრა ჩაატარა ბუნდესლიგაში: "ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ზაფხულში. ჰანსი ფლიკი დავიდ ალაბას არ მოხსნის და ერნანდესის ალაბასთან კომბინაციასაც ვერ ვხედავ. ჩემი აზრით ერნანდესი ბაიერნისთვის დიდი პრობლემაა, რომლის გამოსავლის ძიებაც ზაფხულშივე უნდა დაიწყოს", - ამბობს დიეტმარ ჰამანი.

ჰამანი მხარეებს დაშორებას ურჩევს, რადგან მარცხენა მცველის პოზიციაზე ლუკას ერნანდესს, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი 2 წლის წინ გახდა, კონკურირება ალფონსო დევისთან მოუწევს: "ევროპაში საუკეთესო მარცხენა მცველი", - სწორედ ასე უწოდებს დევისს ჰამანი.

ჰამანი ხელფასთან დაკავშირებითაც პრობლემას ხედავს: "დარწმუნებული ვარ, რომ ერნანდესი მიუნხენის ბაიერნში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია".

დიეტმარ ჰამანის აზრით მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მანუელ ნოიერმა ბავარიულ გრანდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, ტომას მიულერის განცხადება, რომელმაც პარადოქსული უწოდა მუდმივად ახალი ფეხბურთელების შეძენის სურვილის პარალელურად ხელფასების ეკონომიას, გუნდში დღემდე აქტუალური რჩება ხელფასების პრობლემაც.

დიეტმარ ჰამანი ლუკას ერნანდესი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.